ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
თბილისში ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა მეათე საერთაშორისო ოლიმპიადაზე ქართველმა გამომგონებლებმა ყველაზე მეტი ოქროს მედალი მოიპოვეს
24/04/2016

პრესრელიზი

24 აპრილი , 2016
დაუყონებლივ გავრცელებისთვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
მაიკო ჩიტაშვილი
maiko@publicity.ge
593260609

თბილისში ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა მეათე საერთაშორისო ოლიმპიადაზე ქართველმა გამომგონებლებმა ყველაზე მეტი ოქროს მედალი მოიპოვეს

თბილისში, ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა მეათე საერთაშორისო ოლიმპიადა ჩატარდა. წელს პროექტში 400-ზე მეტმა ნორჩმა გამომგონებელმა მიიღო მონაწილეობა და ჯამში 30 ქვეყნის დელეგატი ეწვია დედაქალაქს. 

ოლიმპიადა სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. 21-22 აპრილს გამართულ გამოფენაზე, 150 სხვადასხვა პროექტი და სტენდი იქნა წარმოდგენილი თბილისი მოლში. პროფესორ-მეცნიერებისგან დაკომპლექტებული ჟიური დეტალურად ეცნობოდა გამოფენილე ექსპოზიციებს, ახალგაზრდების გამოგონებებს და კვლევის შედეგებს. ჟიურისთან ერთად დამთვალიერებელებსაც ჰქონდათ საშუალება გაცნობოდნენ თითეული ქვეყნის კუთხეს, მათ კულტურას და თავად ინოვაციურ გამოგონებებს. საინტერესო და შთამბეჭდავი ნოვატორული გამოგონებების გარდა უცხოელი სტუმრები დამთვალიერებლებს საკუთარ ქვეყანასაც აცნობდნენ.
 

 
წარმოდგენილი 150 ნამუშევრიდან ჟიურიმ პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გასული პროექტები გამოვლინა, რომლებსაც ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები და სერთიფიკატები გადაეცათ. ფავორიტი გუნდები დააჯილდოვა პროექტის მხარდამჭერმა ქალაქ თბილისის მერიამ. რჩეულ ქართულ გუნდებს ოქროს მედლებთან ერთად კომპიუტერებიც გადაეცათ. ასევე საკუთარი რჩეული პროექტები დაასახელა თბილისი მოლმაც. დაჯილდოვებაზე ტრადიციულად საქპატენტის ფავორიტი გუნდებიც გამოვლინდნენ, რომლებიც ასევე ფასიანი პრიზებით დააჯილდოვა პროექტის პარტნიორმა. წელს ქართველმა მონაწილეებმა განსაკუთრებული პროექტები შესთავაზეს დამთვალიერებლებს. განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა და-ძმა ხუციშვილების ნაშრომმა (ახალციხე), კოსტა და გიორგი ბუთბაიებმა, ასევე ტყუპმა ძმებმა ჯაჭკაჭიშვილებმა, ბათუმელმა ახალგაზრდებმა ბასო შარაშიძემ და ცოტნე შოთაძემ, რომლებმაც ინოვაციური ჯოხის მოდელი შექმნეს უსინათლოებისთვის.
საერთაშორისო ოლიმპიადის მიზანია დაეხმაროს ახალგაზრდებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომ მათ საკუთარი ინოვაციური გამოგონებები, რაც შეიძლება ფართო წრეებს გააცნონ. ოლიმპიადა, ერთის მხრივ ეხმარება ახალგაზრდებში სამეცნიერო უნარების განვითარებას, ხოლო მეორეს მხრივ ხელს უწყობს ინოვაციაზე დამყარებულ ბიზნეს იდეების განვითარებას. ოლიმპიადა ასევე სხვადასხვა ქვეყნების ახალგაზრდებს შორის კავშირების დამყარებისა და კულტურული კავშირების გაღრმავების ხელშემწყობია. ამ მიზნით, ოლიმპიადაზე თითოეული ქვეყნის მონაწილეს საკონკურსო ექსპონატთან ერთად საშუალება აქვს საკუთარი ქვეყანა გააცნოს საზოგადოებას.
 
- დასასრული -

ოლიმპიადის შესახებ:
• ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა მეათე საერთაშორისო ოლიმპიადა (International Young Inventors Project Olympiad -iyipo) ყოველწლიურად გაზაფხულზე იმართება. ოლიმპიადაში მონაწილეობა შეუძლია VII-XII კლასის მოსწავლეს, რომელსაც საკუთარი გამოგონება აქვს და რომელმაც გამარჯვება უკვე მოიპოვა ქვეყნის მაშტაბით ჩატარებულ რესპუბლიკურ ტურნირში. IYIPO მოიცავს შემდეგ დისციპლინებს: ქიმია, ბიოლოგია, ინჟინერია, ფიზიკა, ინფორმატიკა, მათემატიკა. 
ოლიმპიადის მხარდამჭერია: ქალაქ თბილისის მერია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, სპორტისა და ახალგაზროდბის სამინისტრო, ტექნო პარკი, ევროკავშირი, საქპატენტი, საზოგადოებრივი მაუწყებელი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი.
წლევანდელ ოლიმპიადაზე მონაწილებას იღებენ სკოლის მოსწავლეები ევროპიდან, აზიიდან, ამერიკიდან და აფრიკიდან.

 

წაკითხულია: 4739