ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
03/04/2017
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
თბილისში ქართული ენის X რესპუბლიკური ოლიმპიადა გაიმართება
2017 წლის 29 აპრილს, ქართული ენის X რესპუბლიკური ოლიმპიადა გაიმართება. ღონისძიების დახურვის ღონისძიება ტრადიციულად აპრილის თვეში იმართება და იგი დედა ენის დღეს ეძღვნება.
საქართველოს მასშტაბით ოლიმპიადის შესარჩევი ტური 8 აპრილიდან დაიწყება და იგი თბილისის გარდა ქუთაისში, რუსთავსა და მარნეულში ჩატარდება.
პროექტის მიზანია ქართველ და არაქართველ მოსწავლეებში ქართული ენისადმი ინტერესის გაზრდა; მოსწავლეებში წერითი და ზეპირმეტყველების კულტურის გამომუშავება; კითხვისა და წიგნიერებისადმი ინტერესის გაძლიერება; ლიტერატურის, როგორც სიტყვის ხელოვნების მეტად აღქმისა და გაცნობიერების უნარის გაზრდა; კონკურსი მიზნად ისახავს ნიჭიერი მოსწავლეების გამოვლენასა და მათ წახალისებას. წელს ოლიმპიადა კამპანია „ვსწავლობთ ქართულად“ ფარგლებში იმართება. პროექტში საქართველოში მცხოვრები უცხოელი მოსწავლეები არიან ჩართულები, რომლებიც საკუთარ მიღწევებს სწორედ ოლიმპიადაზე გამოავლენენ.
ოლიმპიადის პირველი ტური 8 აპრილს ჩატარდება და იგი სამ კატეგორიაში გაიმართება: საუკეთესო კალიგრაფი, მხატვრული კითხვის ოსტატი, საუკეთესო მუსიკალური ნომერი.
ქართული ენის ოლიმპიადაში მონაწილეობა I-VI კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ. რეგისტრაცია უფასოა და იგი 7 აპრილამდე გაგრძელდება. რეგისტრაცია შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობა, ნაკვეთი N 368. (გუდვილის მიმდებარე ტერიტორია) საკონტაქტო ინფორმაცია: 2596701, 2596702, ელ-ფოსტა: sxivi.dedaena@gmail.com. მსურველებს ასევე შეუძლიათ შეავსონ ელექტრონული რეგისტრაციის ფორმა: http://sxivi.ge/ge/news/id/70/qartuli-enis-saiubileo-x-respublikuri-olimpiada
ორგანიზაციის შესახებ
ქართული ენის მეათე რესპუბლიკური ოლიმპიადა სკოლა-ლიცეუმ „სხივის" ორგანიზებით ტარდება. პროექტის მხარდამჭერია საქართველოს განათლების სამინისტრო და საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი.
წაკითხულია: 2149