ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
26/09/2020
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
თეთრი სახლის ბურგერები ქუთაისიდან
თეთრი სახლი ბურგერი არის სივრცე სადაც ქალაქის მაცხოვრებლებს გემირელ ბურგერთან ერთად, სასიამოვნო გარემო და არჩევანის მრავალფეროვნება ხვდებათ. „თეთრი სახლი“ პირველი ბურგერ-ბარი იყო ქალაქში და არათუ დაიმკვიდრა თავი ,არამედ თავად შექმნა ეს ბაზარი, რომელიც ადგილობრივებისთვის აქამდე არ იყო დიფერენცირებული სხვა კვებითი რესტორნებისგან. ძირითადი გასაყიდი პროდუქტი ბურგერია, რომელიც ფასებისა და ასორტიმენტის შესაბამისად, თითქმის ყველა სოციალური სტატუსის მქონე სეგმენტზეა გათვლილი. როგორც ყველა დამწყებს, ნათიასაც მოუწია რიგი სირთულეების გადალახვა. ეს სირთულები ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა არც „თეთრი სახლი „ არსებობდა და არც მისი ბურგერი. ეს იყო შიშის ფაქტორი ,გადაედგა ნაბიჯი და თავად შემექმნა პროდუქტი, რომელიც ქუთაისის მაცხოვრებლისა თუ სტუმრისათვის, საინტერესო სასარგებლო და გემრიელი უნდა ყოფილიყო .
ბევრი ფიქრის შემდეგ ნათიამ გადავწყვიტე, რომ ეს ფიქრები მხოლოდ აფერხებდა, რადგან საკმარისი პოტენციალი, ძალისხმევა და მონდომება ქონდა გამხდარიყო წარმატებული ქალი მეწარმე. დროსა და თანხებთან ერთად ნათიას ყველა საჭირო რესურსის მობილიზება მოუხდა, რაც ხშირად გადასწორებული დღე-ღამის ხარჯზე ხდებოდა, თუმცა არც ერთხელ უფიქრია დანებება, რადგან უფრო მეტ სტიმულს აძლევდა იმის ყურება,თუ როგორ ესხმებოდა მის იდეებს ხორცი .
ამ ყველაფრის გათვალისწინებით და შედეგად, თეთრი სახლის ბურგერმა მალევე დაიმკვიდრა ადგილობრივებში თავისი სახელი, სულ ეხლახანს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალის“ და USAID- Yes Georgia მხარდაჭერითა და დაფინანსებით ნათიამ შეიძინა კონვექციური ღუმელი, რამაც არამარტო მომსახურეობა, არამედ ძირითადი გასაყიდი პროდუქტი ტექნიკური მომზადების თვალსაზრისითაც მაღალ სტანდარტს დაუქვემდებარა.
„მინდა ყველა დამწყებ მეწარმეს ვუთხრა ან მათ ვინც ჯერ კიდევ ფიქრობს ამ ნაბიჯის გადადგმას, მთავარია საკუთარ თავში იპოვო სურვილი, მოტივაცია და ძალისხმევა, რათა საკუთარ იდეებს ხორცი შეასხა და ფულადაც აქციო იგი.“ - ნათია ჩახუნაშვილი.

ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 973