ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
თურქეთის მთავრობა პოლიციის ძალის გამოყენებით თავისუფალ მედიას ზღუდავს
06/03/2016
მთავრობამ თურქეთში ყველაზე დიდი მედიასაშუალება პოლიცის გამოყენებით დაარბია. გვიან ღამით პოლიციამ მედიის წინ შეკრებილი ჟურნალისტები პროტეტის ნიშნად გაზითა და წყლის ჭავლით დაარბია. დარბევის შედეგად უამრავი ადამიანი დაშავდა, გაზეთის აღმასრულებლები და ჟურნალისტები უსაფთხოების მიზნით სხვა შენობაში გადაიყვანეს. ამ ფაქტს ამერიკული საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენლი ჯონ კირბიც გამოეხმაურა და სპეციალური განცხადება გააკეთა, ″მიმდინარე მოვლენებს, თურქეთის ხელისუფლების მიერ ბოლო პერიოდში მის მიმართ ოპოზიციურად განწყობილ მედია საშუალებებზე განხორციელებული ქმედებების ბოლო რგოლად მივიჩნევთ. ჩვენ გვინდა, რომ თურქეთის მთავრობამ საერთაშორისო დემოკრატიულ ღირებულებებს დაემორჩილოს, რაც თურქეთის კონსტიტუციაშიც წერია.″-განაცხადა მან.


პოლიციის მიერ მედია საშუალების დარბევამ მსოფლიო მედიაშიც დიდი რეზონანსი გამოიწვია. როიტერის შეფასებით, ეს ნაბიჯი ძალიან შემაშფოთებელია და თურქეთის დემოკრატიას ეჭვქვეშ აყენებს. ბრიტანული გამოცემა BBC დარბევა, ″პრეზიდენტმა ერდორანმა ქვეყანაში ყველაზე მაღალტირაჟიანი ოპოზიციური გაზეთი Zaman-ი დააყადაღა.″-გამოაქვეყნა. ბრიტანეთის პრესტიჟული გაზეთის The Daily Telegraph შეფასებით კი, ″თურქეთის ხელისუფლების მიერ ქვეყნის ყველაზე გაყიდვადი ოპოზიციური გაზეთის მმართველობის ჩაბარება, შიშს აძლიერებს.″-სათაურით გამოაქვეყნა. ასევე საინფორმაციო საგენტო AP მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, თურქეთში მომხდარი ეს ფაქტი მედიის უფლებებისა და თავისუფლების შეზღუდვის ეჭვებს აძლიერებს.

მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი სატელევიზიო არხებისა და საინფორმაციო სააგენტოების შეფასებით, ქვეყნის 650 ათასიანი ტირაჟით პირველ ადგილზე მყოფ გაზეთ ″ზამანის″ მიმართ განხორციელებული ქმედებები თავისუფალ პრესაზე მიყენებული დარტყმაა. ფრანგულმა საინორმაციო სააგენტომ AFP, Le Monde, Le Figaro და Liberation-ის გაზეთებმა საკითხთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენები თავის მკითხველს გაუზიარეს. ასევე რუსეთის ყველაზე პოპულარულმა საინფორმაციო სააგენტომ Ria-მ გაზეთ ″ზამანის″ შესახებ, ″გაზეთი ″ზამანი″, თურქეთში მედიის მიმართ მზარდი პოლიტიკური ზეწოლის შემდეგ, ქვეყანაში დარჩენილი მცირერიცხოვანი ოპოზიციური პრესისგან ერთ-ერთია.″

უფლებადამცველი ორგანიზაცია "რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს" ცნობით, მედიის თავისუფლების რეიტინგში თურქეთი 180-დან 149-ე ადგილზეა, ქვეყანაში დაკავებულია ათობით ჟურნალისტი.თურქეთში პრეზიდენტ რეფეპ ტაიპ ერდოღანისა და 4 მინისტრის შვილთან ერთად ორგანიზებულ და ქვეყნის ისტორიის ყველაზე გახმაურებული, ანტიკორუფციული სპეცოპერაციის სახელით ცნობილ 2013 წლის 17-25 დეკემბრის სპეცოპერაციის შემდეგ, თავისუფალი მედიის გაჩუმების მიზნით ″კოზა-იფექ″ მედია ჯგუფში შემავალი 2 ტელევიზია და 2 გაზეთი, ″სამანიოლუ″ (Samanyolu Group) ჯგუფში შემავალი 11 სატელევიზიო არხი, IMC-ს ტელევიზია და BengiTÜRK-ის ტელევიზები მთავრობის განკარგულებით დაიხურა. 

 

წაკითხულია: 6093