ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
11/05/2018
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
თურქი და-ძმები ვეფხისტყაოსნის ბოლომდე სწავლას გეგმავენ
ფატიჰ, ზეჰრა და ზაფერ ქირები სკოლა-ლიცეუმ სხივის არაქართულენოვანი მოსწავლეები არიან. პატარები მესამე, მეოთხე და მეხუთე კლასში ქართველი მოსწავლეების გვერდით ეუფლებიან ქართულ ენასა და ლიტერატურას.
გასულ წელს ძმებმა დედაენის ოლიმპიადაზეც მიიღეს მონაწილეობა და კალიგრაფიის კონკურსში „კალიგრაფების ოჯახის“ ტიტულიც მოიპოვეს. გამორჩეული ქართული ხელნაწერის ავტორებს ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა ვეფხისტყაოსნის უნიკალური გამოცემა გადასცა საჩუქრად. ბიჭები ვეფხისტყაოსნით სწორედ ამ პერიოდიდან დაინტერესდნენ და გადაწყვიტეს მეოთხე კლასელ დასთან ერთად პოემის სწავლა დაეწყოთ.
რამოდენიმე კვირის წინ გამართულ დედაენის ოლიმპიადაზე პატარები ოლიმპიადის ფინალშიც გავიდნენ და ჟიურის რჩეულებიც გახდნენ.
„ქართული წერა-კითხვა სკოლაში ვისწავლეთ. თავიდან ცოტა გაგვიჭირდა კიდეც, მაგრამ ძალიან მოგვწონს ქართულად წერა. მამამ ქართული ჩვენზე კარგად იცის და ქართულ ლიტერატურასაც იცნობს. მან გაგვაცნო ვეხისტყაოსნის შინაარსი და გადავწყვიტეთ მთელ ოჯახს ერთად გვესწავლა ზეპირად. დღეს უკვე 50-ზე მეტი სტროფი ვიცით და იმედი გვაქვს ბოლომდე სწავლასაც შევძლებთ.“- განაცხადა მეოთხე კლასელმა ზეჰრამ.
პატარა ქირებს სკოლიდან სახლამდე ერთ საათიანი გზა ვეფხისტყაოსნის სწავლაში გაჰყავთ და მამასთან ერთად ეცნობიან ვეფხისტყაოსანის გმირებსაც. წელს გამართულ დედაენის რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე ფატიჰ, ზეჰრა და ზაფერ ქირებს ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა მადლობის სიგელებიც გადასცა ქართული ენის განსაკუთრებული სიყვარულისა და პატივისცემისთვის.
ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 3447