ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
14/12/2016
იუნისეფის 70 წლისთავი მთელს მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოშიც აღინიშნა
12 დეკემბერს, თბილისის ისტორიის მუზეუმში (ქარვასლა) გაეროს ბავშვთა ფონდის 70 წლის თავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ამ დღეს იუნისეფი ცდილობს საზოგადოების ყურადღება მიაპყროს იმ ბავშვებს, რომელთა ხმაც არ ისმის, რომელნიც სიღარიბეში ცხოვრობენ, საზადოებისაგან იზოლირებულნი არიან და რომელთა უფლებები დაცული არ არის.
მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ღონისძიებაზე მოხდა ბავშვის უფლებათა კონვენციის განხორციელების საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის შესახებ საზოგადოების ინფორმირება.
საიუბილეო ღონისძიებაში მონაწილეობენ ლიტერატურული კამპანია ‘პატარა ისტორიების’ მონაწილე მწერლები, ბავშვთა პარაორკესტრი, მოძრაობის თეატრი "სინთეზი" და ჯგუფი "ბანდეროლი" თეა დანელიასთან ერთად. ღონისძიებაზე მოეწყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა ნამუშევრების გამოფენა და იუნისეფის 70 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა. საღამოს გაუძღვა ჟურნალისტი ნინო ზაუტაშვილი და მომღერალი ირინა ხეჩანოვი.
ორგანიზაციის შესახებ
1946 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის რეკომენდაციით დაფუძნდა გაეროს ბავშვთა ფონდი, იუნისეფი, რათა ჰუმანიტარული დახმარება აღმოეჩინა მეორე მსოფლიო ომის შედეგად დაზარალებული ბავშვებისათვის და შიმშილისგან, დაავადებებისა და ძალადობისგან ეხსნა ისინი. იუნისეფი დღესაც განაგრძობს ომისა და კონფლიქტის შედეგად დაზალებული ბავშვების დახმარებას. ჰუმანიტარულ საქმიანობასთან ერთად იუნისეფი დღეს ბავშვთა უფლებებზე მომუშავე მსოფლიოს უდიდესი ორგანიზაციაა და თანამშრომლობს მთავრობებთან, რათა თითოეულ ბავშვს ჰქონდეს სიცოცხლის საუკეთესო დასაწყისი, ჯანმრთელობა, ხარისხიანი განათლება, განვითარდეს და შეძლოს მისი პოტენციალის სრულად რეალიზება. დღეს იუნისეფი 190 ქვეყანაში მუშაობს და 13,000 თანამშრომელს აერთიანებს.

დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ:
მაია ქურციკიძე, გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი
ტელ.: (+995 32) 2 23 23 88, 2 25 11 30, მობ: (+995 599) 53 30 71
ელ-ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org, www.unicef.ge
For Every Child, Hope: UNICEF@70 1946-2016
წაკითხულია: 4076