ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
კავკასიის მუსიკალური დაჯილდოება 'ფენიქსი' დაჯილდოების ცერემონია
15/04/2015

პრესრელიზი
15 აპრილი,2015
დაუყოვნებლივ გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია 
ტელ: 2996377; 29874 31
e-mail: culturegovge@gmail.com
მისამართი: სანაპიროს №4, თბილისი
http://www.culture.gov.ge
http://www.facebook.com/culturegovge
 
კავკასიის მუსიკალური დაჯილდოება 'ფენიქსი' დაჯილდოების ცერემონია

15 აპრილს, 19:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, „ივენთ ჰოლში" კავკასიის მუსიკალური დაჯილდოება - „ფენიქსის"საზეიმო ცერემონია გაიმართება. 

დაჯილდოვება ყოველწელიურად 6 ნომინაციაში (საუკეთესო სიმღერა, საუკეთესო ვიდეო, დებიუტი, წლის არტისტი/ჯგუფი, განვითარებისთვის, ფენიქსის გმირი) საუკეთესო არტისტებსა და ჯგუფებს ავლენს. 

კავკასიის მუსიკალური დაჯილდოება - „ფენიქსის" უკევ მე-4 წელია ტარდება. „ფენიქსი" 1995 წლის კავაკსიის როკ ფესტივალებიდან იღებს სათავეს. დღეისათვის არნისნული მუსიკალური დაჯილდოება ინტერნეტ პროექტს წარმოადგენს, რომლის მიზანია მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენოს ინტერნეტ რესურსები და შექმნას სივრცე, სადაც კავკასიის რეგიონში მოღვაწე მუსიკოსები გაერთიანდებიან. 

აღნიშნული პროექტის მეშვეობით უკვე შეიქმნა კავკასიის მასშტაბით არსებული სხვადასხვა მუსიკალური ჯგუფის მონაცემთა ბაზა, რომელიც თავმოყრილია ერთ საიტზე - phoenix.org. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაეცნონ თანამედროვე მუსიკის სფეროში მიმდინარე საინტერესო პროცესებს, ახალ ჯგუფებსა და მათ პროდუქტს .

კავკასიის მუსიკალური დაჯილდოება 'ფენიქსი' - ახალი სახელები ახალი კავკასიისთვის

წაკითხულია: 4396