ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
23/05/2019
კამპანია „ჯანმრთელი დაბერების“ - ფარგლებში დედაქალაქში სხვადასხვა ღონისძიებები იგეგმება
24 მაისს, 11:00 საათზე, ვაკის პარკში საქველმოქმედო ფონდი საქართველოს კარიტასი კაპანია „ჯანმრთელი დაბერების“ ფარგლებში აქციას მართავს, რომელიც დაკავშირებულია მსოფლიო ჰიპერტენზიის დღესთან.
გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, 2050 წლისთვის საქართველოში მცხოვრები 65 წელს გადაცილებული პირების რაოდენობა მიაღწევს მთლიანი მოსახლეობის 25.3%-ს. „ჯანმრთელი დაბერების“ კამპანია ერთდროულად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ხორციელდება, მათ შორისაა საქართველოც, საქველმოქმედო ფონდი საქართველოს კარიტასი უერთდება მსოფლიო კამპანიას, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებაში „ჯანმრთელი დაბერების“ შესახებ ცნონიერების ამაღლებას და მის ფარგლებში არაერთ აქტივობას ახორციელებას, რომელთა შორისაა მსოფლიო ჰიპერტენზიის დღესთან დაკავშირებული აქციაც. აქციის მიზანი ჯანმრთელი ცხოვრების წესის აუცილებლობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება და მოსახლეობისთვის იმ რეკომენდაციების მიწოდებაა, რომლებიც ჯანმრთელი დაბერების წინაპირობას წარმოადგენენ. ერთ-ერთ ასეთ წინაპირობაა გონების სტიმულირება, სწორედ ამიტომ აქციის დროს გაიმართება შეჯიბრი ფაზლების აწყობაში, რომელშიც მონაწილეობის მიღება ხანდაზმულებს შეეძლებათ.
აღნიშნულ დღეს საქართველოს კარიტასის ექიმები ნებისმიერ მსურველს გაუწევენ უფასო კონსულტაციას და მისცემენ სასარგებლო რჩევებს ჯანმრთელი დაბერების შესახებ.
საქველმოქმედო ფონდი საქართველოს კარიტასი ჯანმრთელობის დაცვის სფეროში 1994 წლიდან მუშაობს და მის ფარგლებში მოსახლეობას სხვადასხვა სამედიცინო სერვისს სთავაზობს.
ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 2768