ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
კინო საქართველოს 200-მდე სკოლაში შეხვედრა სამუშაო ჯგუფთან
25/03/2015
პრესრელიზი
25 მარტი,2015
დაუყოვნებლივ გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია
ტელ: 2996377; 29874 31
e-mail: culturegovge@gmail.com
მისამართი: სანაპიროს №4, თბილისი
http://www.culture.gov.ge
http://www.facebook.com/culturegovge

კინო საქართველოს 200-მდე სკოლაში
შეხვედრა სამუშაო ჯგუფთან

საგანმანათლებლო პროექტი „კინოს სკოლაში" გრძელდება. 25 მარტს, 13:00 საათზე, ევროპის სახლში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი - მიხეილ გიორგაძე და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორი - ნანა ჯანელიძე შეხვდებიან იმ სამუშაო ჯგუფს, რომელიც პროექტზე მუშაობს. 

პროექტმა - „კინო სკოლაში" მასშტაბური სახე მიიღო. საპილოტე ვერსიის წარმატების შემდეგ, დაიგეგმა მისი გაფართოება, რაც მაღალმთიანი და განაპირა რეგიონების სკოლების ჩართვაში გამოიხატება. 40 სკოლის შემდეგ, პროექტში საქართველოს მასტაბით არსებული 200-მდე სკოლა მიიღებს მონაწილეობას. პროექტის მეორე ეტაპის მხარდამჭერია კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო. 
პროექტისთვის, კონკურსის შედეგად, შეირჩა 40 კინოსპეციალისტი, რომლებიც საგანგებო ტრენინგის გავლის შემდეგ, იმუშავებენ სკოლის მოსწავლეებთან. პროექტის ფარგლებში, სკოლებში ნაჩვენები იქნება მსოფლიო და ქართული კინოს შედევრები. ყოველი ჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსიები. 
საგანმანათლებლო პროექტი „კინო სკოლაში" მოზარდებს აზიარებს კინოხელოვნებას, ჩამოუყალიბებს დამოუკიდებლად აზროვნების უნარს, გაუფართოებს თვალსაწიერს და ხელს შეუწყობს სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას. 
ტრენინგის ძირითარი თემებია:
 მოზარდებთან მუშაობისას ეფექტური კომუნიკაციის მეთოდები;
 პრაქტიკული ვარჯიშები დისკუსიის წარმართვის უნარების განვითარებისთვის;
 კინოსცენარის წერის თავისებურებები;

ტრეინინგს ატარებენ სპეციალისტები: ფსიქოლოგი - ნინო კობალაძე, კინომცოდნე - ნინო მხიეძე, რეჟისორი - ლიბერალური განათლების სპეციალისტი (Liberal Arts) - მანანა ანასაშვილი და კინოდრამატურგი - ბესო ოდიშარია.

წაკითხულია: 3451