ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის გიწვევთ ეტლების საწარმოს 5 წლის იუბილეზე
04/04/2016

პ რ ე ს რ ე ლ ი ზ ი

4 აპრილი, 2015
დაუყოვნებლივ გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი:
კოალიციის პიარ მენეჯერი 
სალომე ძნელაძეს
+995 599 34 99 44;
saldzneladze@gmail.com

კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის გიწვევთ პირველი ქართული ეტლების საწარმოს 5 წლის იუბილეს აღსანიშნავად

თბილისი, კაიროს ქ.42, 5 აპრილს 12 საათზე, კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის გიწვევთ ეტლების საწარმოს 5 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ეტლების საწარმოში, რომლის დროსაც თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, ადგილზე გაეცნოთ სამუშაო გარემოს, იქ მომუშავე პერსონალს და დაათვალიეროთ საწარმოში დამზადებული პროდუქცია. აღნიშნულ ღონისძიებაზე ასევე მოხდება ახალი, ინოვაციური დიზაინის ეტლების პრეზენტაცია, რომელთა წარმოებას კოალიცია გეგმავს 2016 წლიდან. თავისი არსით საწარმო არის სოციალური, რაც ნიშნავს იმას, რომ საწარმოში დასაქმებული ადამიანებიდან ნახევარი თავად არის ეტლით მოსარგებლე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე.

კოალიცია 2009-2014 წლებში USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებდა პროექტს "საქართველოს ეტლების წარმოების ქსელი" (Georgian Wheelchair Production Network), რომლის ფარგლებშიც 2010 წელს თბილისში შეიქმნა და აღიჭურვა ეტლების ადგილობრივი საწარმო, მომზადდა ეტლის წარმოებაში ჩართული პერსონალი. საქართველოში (ისევე, როგორც კავკასიის რეგიონში) პირველმა ეტლების საწარმომ 2011 წლის აპრილიდან დაიწყო შეკვეთების მიხედვით მექანიკური ყველგანმავალი ეტლების (Roughriders) წარმოება, ორი წლის შემდეგ, დაამატა ყველგანმავალი ელექტრო ეტლების წარმოებაც. ორივე ტიპის ეტლი მზადდება ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით და მორგებულია საქართველოში არსებულ ინფრასტრუქტურას, რომელიც ბევრი ფიზიკური ბარიერით ხასიათდება. გარდა ეტლებისა, აღნიშნულ საწარმოში ასევე შესაძლებელია მანქანის ხელით სამართავი სისტემისა და სხვადასხვა ზომის, პორტატული და ელექტრო პანდუსების დამზადება.

მოკლედ კოალიციის შესახებ: კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის 1997 წლიდან მუშაობს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების შესახებ ადეკვატური და ეფექტური პოლიტიკის ფორმირების ხელშეწყობის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების უფლებების დაცვისა და მათთვის თანაბარი შესაძლებლობების განვითარების კუთხით. სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით, კოალიციას განხორციელებული აქვს პროექტები შშმ პირთა უფლებების, დასაქმების, განათლების, საზოგადოებრივი ცნობიერების და ადაპტირებული ფიზიკური გარემოს შექმნისა და ხელშეწყობის მიზნით.

წაკითხულია: 5246