ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
08/03/2019
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
კონკურსზე „Spelling Bee” საუკეთესო მოსწავლეები გამოვლინდნენ
თბილისში, ინგლისური ენის მართლწერის კონკურსი „Spelling Bee” გაიმართა. სკოლის მოსაწავლეებისთვის განკუთვნილი კონკურსი, სკოლა-ლიცეუმ სხივის ორგანიზებით ტარდება და მისი მიზანია მოსწავლეებს კიდევ მეტად შეაყვაროს ინგლისური ენა და ლიტერატურა.
წელს კონკურსში მონაწილეობა კერძო და საჯარო სკოლის IV-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს, რომელთაგან 46 მონაწილე ფინალურ ეტაპზე გადავიდა. ფინალი შავის ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა. ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც ამავე უნივერსიტეტის პროფესორები: ნათელა დოღონაძე და ეკატერინე ფიფიაც მონაწილეობდნენ, გამარჯვებული მოსწავლეები გამოავლინეს. ფინალისტები შემდეგი პრიზებით დაჯილდოვდნენ:
პირველი ადგილის მფლობელებს: ლიზი წაქაძეს (რუსთავის შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა, IV-VI კლასელ კონკურსანტთა ჯგუფი), ლიანა ბილანიშვილს (სკოლა-ლიცეუმი „სხივი“, VII-IX კლასელ კონკურსანტთა ჯგუფი ) და დოდონა ნამარაძეს (კერძო სკოლა „ნინო“, X-XII კლასელ კონკურსანტთა ჯგუფი) საჩუქრად გადაეცათ პლანშეტები.
მეორე ადგილის მფლობელებს: მანანა კვარაცხელიას (სკოლა-ლიცეუმი „სხივი“ IV-VI კლასელ კონკურსანტთა ჯგუფი), თენგო სვანიძეს (ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სკოლა, X-XII კლასელ კონკურსანტთა ჯგუფი), ბელინაი ასია არსლანს (კერძო სკოლა „ნინო“, VII-IX კლასელ კონკურსანტთა ჯგუფი) გადაეცათ უკაბელო ყურსასმენები
მესამე ადგილის მფლობელებს: ეთუკა ბიწაძეს (სკოლა-ლიცეუმი „სხივი“, VII-IX კლასელ კონკურსანტთა ჯგუფი), რასიმ მაჰმუდოვს (მარნეულის დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა, IV-VI კონკურსანტთა ჯგუფი), ქრისტინე ბერულავას (ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სკოლა, X-XII კონკურსანტთა ჯგუფი ) გადაეცათ სასაჩუქრე ჩანთები
კონკურსი Spelling Bee საქართველოში 2013 წლიდან ტარდება. წელს პროექტი სკოლა-ლიცეუმ „სხივის“ უცხო ენების კათედრის ორგანიზებით გაიმართა და მასში სხვადასხვა კერძო და საჯარო სკოლის ასობით მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.
ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 3144