ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
09/07/2019
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
კონკურსის მოვუაროთ სკოლას გამარჯვებულები ხვალ გამოვლინდებიან
10 ივლისს, 14.00 საათზე, ქუთაისის N17-ე საჯარო სკოლაში (ქუთაისი, ნიკეას N44), ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს ორგანიზებით კონკურსის და კამპანიის #მოვუაროთსკოლას გამარჯვებულები გამოვლინდებიან. კონკურსი სასწავლო წლის დასაწყისში დაიწყო და მასში ფონდის მიერ რეაბილიტირებული საჯარო სკოლებს შეეძლოთ მონაწილეობის მიღება. პროექტში რეგიონის არაერთი სკოლა ჩაერთო. შედეგად, ჟიურის მიერ სამი გამარჯვებული სკოლა გამოვლინდა, რომლებმაც სკოლის მოვლის გრძელვადიანი და თანმიმდევრული გეგმა შეიმუშავეს და დანერგეს.
გამარჯვებულ სკოლებს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს დირექტორი მაგდა მაღრაძე სპეციალურ პრიზებსა და სასკოლო ტექნიკას გადასცემს.
ინოვაციური კამპანია #მოვუაროთსკოლას მეორე წელია რაც იმართება და მისი მიზანია, საჯარო სკოლების მოვლა-პატრონობის შემუშავებული პოლიტიკის განხორციელების წახალისება. პროექტი ხელს უწყობს მოსწავლეების, მასწავლებლების, სკოლის ადმინისტრაციის და ადგილობრივი თემის ცნობიერების ამაღლებას და სკოლის მოვლის საკითხში პასუხისმგებლობის გაზიარებას.
#მოვუაროთსკოლას ხორციელდება ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ინიციატივით და ემსახურება მსოფლიოში აპრობირებული მიდგომის, მოსწავლეების, პერსონალისა და თემის მიერ საკუთარ სკოლაზე ზრუნვის, დანერგვას საქართველოში. კამპანიის მიზანია სკოლაზე ზრუნვის, მისი დასუფთავების, მოწესრიგების და მოვლის პასუხისმგელობის გაზიარება და ამ მიმართულებით, საქართველოში არსებული საუკეთესო პრაქტიკის გავრცობა-პოპულარიზაცია.
ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის შესახებ: 2013 წელს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა და საქართველოს მთავრობას შორის ხელი მოეწერა მეორე, 140 მილიონი აშშ დოლარის გრანტს (კომპაქტს), რომლის მიზანია საქართველოში სიღარიბის დაძლევა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა ზოგადი, ტექნიკური, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების გზით. კომპაქტი ძალაში შევიდა 2014 წლის 1 ივლისს და ხორციელდება ხუთი წლის განმავლობაში ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს მიერ.
ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 1846