ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
27/01/2018
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
კონფერენცია თემაზე ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება და საცხოვრისის მართვა
თბილისში კონფერენცია „საცხოვრისის პოლიტიკა, მდგრადი მართვის პრაქტიკა, ენერგოეფექტურობა და დაფინანსება“ გაიმართა. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის მიზანია სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება საბინაო სექტორის გადაწყვეტილებების კუთხით.
დაგეგმილ ღონისძიებაზე არასამთავრობო სექტორმა, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად განიხილეს ისეთ თემებს როგორიცაა: საცხოვრისის მართვა, შენობების ენერგოეფექტური მოდერნიზაციის შესაძლებლობები; ენერგოეფექტური სანაცია, რაც ჯამში ენერგისაა და გაზის მომხმარებას 40%-მდე შეამცირებს. ასევე საცხოვრისის დაპროექტება-მშენებლობა, ეკოლოგიური ფაქტორებზე პროექტის დადებითი ზეგავლენა და სხვა. მოწვეულმა ექსპერტებმა დეტალურად გააცნეს თემაზე მომუშავე სექტორს ის რეკომენდაციები, რომლებიც პროექტის ფარგლებში უკვე შეიმუშავა არასამთავრობო სექტორმა.
„დღეს საქართველოში არის ბევრი პრობლემა, რომელიც ეხება საცხოვრისს, მისი მართვისა და მისი მენეჯმენტის საკითხებს. ამ მხრივ ძალიან სუსტია ჩვენი სათემო ორგანიზაციები, ამხანაგობები. ისევე როგორც ძალიან სუსტია მათი ჩართულობა ამ პროცესის მართვაში. პროექტის ფარგლებში მივიღეთ რეკომენდაციები და მოვახდენთ ამ რეკომენდაციების პრეზენტირებას, რათა უფრო მეტად გაიზარდოს მსგავსი ტიპის ინსტიტუციების როლი საცხოვრისის პრობლემების გადაჭრისას.“ - განაცხადა ფონდ აფხაზეთის ხელმძღვანელმა ნუკრი მილორავამ.
პროექტის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას, გაძლიერდეს ისეთი ინსტიტუციები როგორიცაა საბინაო სექტორში მომუშავე სამოქალაქო საზოგადოება. მსგავსი ფორმატის ღონისძიება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შემდეგ ორგანიზებული ერთ-ერთი პირველი ღონისძიებაა, რომელიც საცხოვრისის სექტორს სამოქალაქო საზოგადოების მოქალაქეთა ინტერესების წარმოდგენის კუთხით განიხილავს. ევროკავშირის პროექტი ერთდროულად 5 სხვადასხვა ქვეყანაში ხორციელდება და მასში სამთავრობო, არასამთავრობო და კერძო სექტორია თანაბრადაა ჩართული.
ორგანიზაციის შესახებ
კონფერენციის ორგანიზატორები არიან საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“, ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო „საქართველო“, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი და ახალი ტექნოლოგიების ცენტრი. პროექტი საქართველოში ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ღონისძიება პროექტის “გზად საბინაო სექტორის რეფორმებისკენ: ბინათმესაკუთრეთა გაერთიანებების პოტენციალის ამაღლება აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოსა და უკრაინაში“ ფარგლებში ტარდება.
აღნიშნული პროექტი გერმანიასა და აღმოსავლეთ პარტნიორობის რამოდენიმე ქვეყანაში 2015 წლის იანვრიდან ხორციელდება. პროექტის წამყვანი პარტნიორია გერმანული ორგანიზაცია - ინიციატივა საბინაო მეურნეობა აღმოსავლეთ ევროპაში (IWO). პროექტის მიზანია სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება საბინაო სექტორის გადაწყვეტილებების მიღებაში. პროექტი 2017 წლის 31 იანვარს სრულდება. თბილისში პროექტის პარტნიორია საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“, ქუთაისში - ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო, ბათუმში - სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი.
წაკითხულია: 2554