ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
24/04/2018
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
კორეელი მოსწავლე ქართული სიმღერების კონკურსში იმარჯვებს
სამხრეთ კორეის მოქალაქე ჯიუნიოუნგ სონი მარნეულის, დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მეორე კლასის მოსწავლეა. იგი უკვე ოთხი წელია საქართველოში ცხვოვრობს და განათლებასაც ქართველ პედაგოგებთან, ქართულ სკოლაში იღებს. ჯიუნიოუნგი მარნეულში ოჯახთან ერთად ცხოვრობს, მშობლები ჩინური მედიცინით არის დაკავებულები. პატარა კორეელმა ქართული წერა კითხვა და სიმღერაც მარნეულში ისწავლა. დღეს იგი თავისუფლად ფლობს ენას და ერთადერთი თარჯიმანია ოჯახში, რომლის წევრებსაც პატარა ჯიუნიონგი თავად ასწავლის ქართულს.
მეორე კლასის მოსწავლე განსაკუთრებული ხმისა და მუსიკალური ნიჭის მფლობელია. გასულ წელს იგი რამდენიმე კონკურსის გამარჯვებულიც გახდა. ქართული სიმღერით დაინტერესება სკოლის პედაგოგების დამსახურებაა. სწორედ მათ ურჩიეს პატარა მომრერალს კონკურსში „სხვა საქართველო სად არის“ მიეღო მონაწილეობა, სადაც პირველი ადგილი აიღო და მაცაცო სებისკვერაძისგან სპეციალური პრიზიც დაიმსახურა, როგორც მისი სიმღერის საუკეთესო შემსრულებელმა.
პატარა კორეელი ქართული ენისა და კულტურისადმი განსაკუთრებულ ინტერესს პირველი კლასიდან იჩენს და ხშირად გაკვეთილების შემდეგაც რჩება მუსიკის პედაგოგთან, რომ მეტი ქართული სიმღერა შეისწავლოს. გასულ წელს გამართულ დედაენის რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე 6 წლის მოსწავლემ, ქართული სიმღერის ნომინაციაში საპრიზო ადგილი დაიკავა და კონკურსის ყველაზე გამორჩეულ არაქართულენოვან მონაწილედაც დასახლდა.
„ჩემი ოჯახი დროებითაა საქართველოში. ოჯახში ქართული არავინ არ იცის, თუმა ქართული ენა და სიმღერა იმდენად შემიყვარდა, ხან გაკვეთილების შემდეგაც ვრჩები, რომ ქართული ხალხური სიმღერებიც შევისწავლო. ხშირად მშობლებსაც ვეხმარები თარგმნაში და ყველას უკვირს, რომ პატარა თარჯიმანი ვარ. სცენაზე დგომა და სიმღერაც ჩემთვის დიდი ბედნიერებაა. როდესაც ჩემს სამშობლოში დავბრუნდები აუცილებლად სხვებსაც ვასწავლი ქართულ სიმღერებს“. - განაცხადა ჯიუნიოუნგ სონმა
ორგანიზაციის შესახებ
მარნეულის დავით აღმაშენებლის სკოლა-ლიცეუმის მოსწავლე სკოლაში ბიძაშვილებთან ერთად დადის. ხშირად იგი სიმღერებს ქართველ, თურქ და აზერბაიჯანელ ბავშვებთან ერთადაც ასრულებს. ქართულ ცეკვებსაც სწავლობს და სკოლის გუნდის აქტიური წევრია. ჯიუნიონგის საყვარელი წიგნი დედაენაა. ზაფხულის არდადეგებზე კორეაში ქართულის წიგნებსაც წაიღებს, რომ შემოდგომაზე ისევ ჩვეულ რეჟიმში გააგრძელოს ქართული ენის შესწავლა.
წაკითხულია: 3434