ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
14/06/2017
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
კორეელი მოსწავლე ქართული სიმღერის საუკეთესო შემსრულებლად დასახელდა
13 ივნისს, მარნეულის კულტურის ცენტრში ფესტივალი „სხვა საქართველო სად არის“ ჩატარდა. პროექტი უკვე რამოდენიმე წელია ტარდება და მისი მიზანია ქართული ტრადიციული სასიმღერო კულტურის შესწავლა - პოპულარიზაცია როგორც ქართველ, ისე საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ მოზარდებში.
წლევანდელ ფესიტივალს ტრადიციულად გამორჩეული კონკურსანტები ჰყავდა. თუმცა განსაკუთრებული მოწონება და ჟიურის სიმპატია წელს დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მოსწავლეებმა დაიმსახურეს.

სწორედ ამ სკოლის I კლასის მოსწავლე იუნიონგ სონი გახდა ჟიურის რჩეული და პირველი ადგილის მფლობელიც. იუნიონგი ერთი წელია, რაც აქტიურად ეუფლება ქართულ ენას და წელს პროექტ „ვსწავლობთ ქართულად“ ფარგლებში უკვე მოიპოვა წარმატება ქართული ენის ოლიმპიადაშიც. კონკურსზე პატარა შემსრულებელმა ჟიურის წევრის რუსუდან სებისკვერაძის „მამულო“ შეასრულა და საპრიზო, პირველი ადგილის მფლობელიც გახდა.
„უკვე რამოდენიმე წელია ტარდება კონკურსი „სხვა საქართველო სად არის“ წელს საქართველოს სხვადასხვა ქალაქს ვეწვიეთ, მრავალი ქართული სიმღერაც მოვისმინეთ, მაგრამ პატარა კორეელის ნამღერმა წარმოდუგენელი შთაბეჭდილება და ემოცია მოახდინა ჩემზე. გვიხარია, რომ ქართველებთან ერთად უკვე უცხოელი და არაქართველი მოსწავლეებიც ასე ასრულებენ ქართულ სიმღერებს“ - განაცხადა პროექტის გალა-კონცერტზე კომპოზიტორმა რუსუდან სებისკვერაძემ.
კონკურსზე სკოლას სხვა წარმატებული მოსწავლეებიც ჰყავდა. I ასაკობრივ კატეგორიაში III ადგილის მფლობელი ამავე სკოლის IV კლასის მოსწავლე ნაზლი მამიშოვა გახდა, ხოლო გუნდურ შესრულებაში ერთ-ერთი საპრიზო ადგილის მფლობელი ასევე სკოლის გუნდს ხვდა წილად.
ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 2475