ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
29/11/2016
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
ლტოლვილთა დანიის საბჭოს ორგანიზებით თბილისში მასშტაბური კონფერენცია გაიმართა
კონფერენცია სამუშაო ფორმატში წარიმართა იგი დევნილთა ინტეგრაციის ძირითად საკითხებს მიეძღვნა. ღონისძიებაზე განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური პროგრამებისა და სოციალური პოლიტიკის სფეროში დაგეგმილი სიახლეები, ასევე ადგილობრივ/მუნიციპალურ სერვისებზე დევნილთა ხელმისაწვდომობის მექანიზმები.
შეხვედრაზე ასევე დაანონსდა ახალი მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში დევნილთა ინტეგრაციის შეფასებას ჟენევაში მოქმედი ორგანიზაციის - იძულებით გადაადგილებულ პირთა ერთობლივი პროფაილინგის სერვისის (JIPS) მიერ.
საერთაშორისო კონფერენცია გახსნა სვენდ მონრად გრაუნბოელიმ - ლტოლვილთა დანიის საბჭოს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში დირექტორმა. შეხვედრას ასევე დაესწრნენ: გრიგოლ გიორგაძე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველი მოადგილე; რეიმონდ პავლოვსკი - ლტოლვილთა რეგიონალური კოორდინატორი, მოსახლეობის, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიურო - აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი. ლტოლვილთა დანიის საბჭოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციას ასევე ესწრებოდნენ არასამთავრობო სექტორისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, დონორი ორგანიზაციები და დევნილები. კონფერენციაში ასევე ჩართული იყვნენ საქართველოში სპეციალური ვიზიტით მყოფი უცხოელი ექსპერტები, რომლებიც საქართველოში მცხოვრები დევნილების ინტეგრაციის შეფასებაზე გაუწევენ რეკომენდაციებს ქართულ მხარეს.
ღონისძიება პროექტის „დევნილთა ინტეგრაციის კონსოლიდაცია საქართველოში” ფარგლებში ჩატარდა, რომელიც საქართველოში ლტოლვილთა დანიის საბჭოს მიერ აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის - მოსახლეობის, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტი მიზნად ისახავს იძულებით გადაადგილებულ პირთა ადგილობრივ თემებში ინტეგრაციის ხელშეწყობას მათთვის სათანადო სამართლებრივი დახმარებისა და მდგრადი საარსებო წყაროების გადაწყვეტილებების უზრუნველყოფის გზით. პროექტი საქართველოს 5 ქალაქში: ქუთაისი, წყალტუბო, ფოთი, ზუგდიდი, სენაკი განხორციელდა.
ორგანიზაციის შესახებ
პროექტი ლტოლვილთა დანიის საბჭოს მიერ განხორციელდა, რომლის შედეგად:
 ჩატარდა 1870 დევნილი ოჯახის აღწერა/პროფაილინგი დევნილთა 11 დასახლებაში;
 ჩატარდა 44 საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც 595 დევნილი დაესწრო;
 გაიმართა 6 თემატური სამუშაო შეხვედრა, რომელსაც სახელმწიფო უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრებზე იმსჯელეს პროფაილინგის შედეგად გამოვლენილ დევნილთა საჭიროებებზე შემდეგი მიმართულებებით: საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობა, სამართლებრივი დახმარება/უფლებების დაცვა, სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები და ადგილობრივ/მუნიციპალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობა.
 მომზადდა და გავრცელდა დევნილთათვის საინფორმაციო გზამკვლევი რეგიონებში ხელმისაწვდომ პროვაიდერებსა და სერვისებზე.
წაკითხულია: 3705