ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
23/07/2020
მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციის მიზნით გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა სტუდენტურ სტიპენდიები დააწესა
22 ივლისს, თბილისში, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მიერ წამოწყებულ და დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროექტს მოეწერა ხელი. მემორანდუმის ხელმოწერას ესწრებოდნენ: ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ზურაბ კერვალიშვილი, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი სოსიაშვილი, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი რექტორის მოადგილე ალექსანდრე მოსიაშვილი და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მაკა ბერიძე.
ფონდის მიერ ინიცირებული პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს პედაგოგის პროფესიის პოპულარიზაციას, დამატებითი მოტივაცია გაუჩინოს მომავალ პედაგოგებს, პარტნიორ უნივერსიტეტებში შექმნას მაღალი აკადემიური მოსწრების აბიტურიენტების მოზიდვის მეტი შესაძლებლობა. ამ მიზნის მისაღწევად გპფ მზადაა სტიპენდიებით წაახალისოს სამი უნივერსიტეტის წარჩინებული სტუდენტი-ახალგაზრდები, რომლებიც ქვეყანის საშუალო განათლების პედაგოგიურ კონტინგენტს გააძლიერებს ხვალ.
„დღეს, ფონდის ინიციატივით მემორანდუმი გაფორმდა სამ სახელმწიფო უნივერსიტეტთან, სადაც სტუდენტები პედაგოგის პროფესიას ეუფლებიან. ჩვენი ინიციატივის მიზანია კიდევ უფრო წავახალისოთ მასწავლებლის პროფესია და მეტი მოტივირებული და განათლებული ახალგაზრდა მოვიდეს ამ პროფესიაში. ყოველივე ეს კი ხელს შეუწყობს წარმატებული პედაგოგები გვყავდეს საშუალო განათლების მიმართულებით და გახდეს მასწავლებლის პროფესია კიდევ უფრო სასურველი,“ - განაცხადა ფონდის დირექტორმა ზურაბ კერვალიშვილმა.

მემორანდუმის საფუძველზე უკვე მიმდინარე წლიდან სტიპენდიები გამოიყოფა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის, თელავის სახელმწიფო უნივერსტიტეტის განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტისა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის იმ სტუდენტებისათვის, რომლებიც პედაგოგის პროფესიას ეუფლებიან და ამ სფეროში ახორციელებენ სამეცნიერო მუშაობას.
ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 1786