ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
21/06/2018
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
მედია -საბილიარდო ტურნირი „მეტროპული 2018“
21 ივნისს, 19:45 წუთზე თბილისში, ვერის ბაღში (კოსტავას 37ა), საბილიარდო „მეტროპულში“ სტარტს აიღებს მედია-საბილიარდო ტურნირი „მეტროპული 2018“. ტურნირში, საქართველოში აკრედიტებული 18 მედია-საშუალების 40 წარმომადგენელი მონაწილეობს. მონაწილეთა შორის 6 გოგონაა. ტურნირი ბილიარდის ერთ-ერთ სახეობაში „პულში“ ჩატარდება.
„მეტროპული 2018“ მონაწილეთა შორის არიან საზოგადოებრივი მაწუყებლის, ტელე იმედი, მაესტროს, რუსთავი 2-ის, იბერიას, რაგბი ტვ-ს, რადიოების იმედის, თანამგზავრის, თავისუფლების, Georgian Times-ის, News Georgia-ს, ვებ-პორტალების tsff.ge-ს, sportall.ge-ს, worldsports.ge-ს, ajarasport-ს, droni.ge-ს, sport24.ge-ს წარმომადგენლები. მედია-ტურნირის მიზანია, საქართველოში საბილიარდო სპორტის პოპულარიზაცია და განვითარება.
ტურნირი ჩატარდება 3 ეტაპად. პირველი ეტაპი გაიმართება 21 ივნისს. ამ დღეს ასპარეზობები ჩატარდება ჯგუფებში. ჯგუფებში გასული 2-2 საუკეთესო ასპარეზობას უკვე მეორე ეტაპზე 1/8 ფინალში გააგრძელებს. 1/8 და ¼ ფინალები 24 ივნისს გაიმართება. დასკვნითი, მე-3 ტური 30 ივნისს ჩატარდება. ამ დღეს „მეტროპულში“ თავდაპირველად, ½ ფინალები, შემდეგ კი მე-3 ადგილისთვის მატჩები და ფინალური შეხვედრები გაიმართება.
„მეტროპული 2018“, ჩატარდება როგორც ვაჟთა ასევე გოგონათა შორის და გამოავლენს 3-3 გამარჯვებულს, რომლებსაც თასების, მედლებისა და დიპლომების გარდა გადაეცემათ საბილიარდო „მეტროპულის“ პრიზები: 1-ადგილოსნებს - ერთთვიანი ულიმიტო აბონიმენტი „მეტროპულში“, 2- ადგილოსნებს - ორკვირიანი აბონიმენტი, 3-ადგილოსნებს და ¼ ადგილზე გასულ მოთამაშეებს ერთკვირიანი აბონიმენტები.
მედია-საბილიარდო ტურნირის „მეტროპულის 2018“ მთავარი მსაჯია, ენრიკო მაჩაიძე - საქართველოს მრავალგზის გამარჯვებული და პრიზიორი საბილიარდო სპორტში.
• I ეტაპი - 21 ივნისი / დასაწყისი 19:45
• II ეტაპი - 24 ივნისი / დასაწყისი - 18:45
• III ეტაპი - 30 ივნისი / დასაწყისი - 19:45
მედია-საბილიარდო ტურნირის ორგანიზატორია თბილისის სპორტული ფილმების ფესტივალი, რომელიც 2004 წლიდან ატარებს მედია ტურნირებს სამთო თხილამურებში, მეკლდეურობაში, ბილიარდში, არის საქართველოში სპორტული ფილმების ფესტივალის ორგანიზატორი და სპორტული თემატიკის ფოტო-პროექტების, მათ შორის „სპორტფოტოს“ ავტორი.
ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 3003