ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
მედიატური აჭარის რეგიონში
12/07/2016

ევროკავშირის პროგრამა ენპარდ- ის (ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვიტარებისათვის) ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ორგანიზებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით 2016 წლის 27-30 ივნისს აჭარის რეგიონში მედიატური გაიმართა.

 

სამდღიანი მედიატურის ფარგლებში ცენტრალური და რეგიონული მედიის წარმომადგენლებს, საშუალება მიეცათ ორგანიზატორებთან ერთად, ადგილზე გაცნობოდნენ კოოპერატივების საქმიანობას, ნედლეულის გადამუშავებისა და რეალიზაციის პროცესებს და გასაუბრებოდნენ ფერმერებს.

 

ჟურნალისტებს მასპინძლობას გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაურ ფუტკარაძე და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ნოდარ კერესელიძე და დავით გალეგაშვილი უწევდნენ.

 

მედიატურის მონაწილეები ორგანიზატორებთან ერთად ესტუმრნენ მაღალმთიანი აჭარის, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტების სოფლებს: ჯაბნიძეებს, ახოს, ოქტომბერსა და ზენდიდს, სადაც დაათვალიერეს თხილის პლანტაციები, საკალმახეები და სასათბურე მეურნეობები. ასევე მოინახულეს კენკროვანების პლანტაცია სოფელ ოჩხამურში, რომელიც ენპარდის დახმარებით გააშენა ფერმერთა კოოპერატივმა"ლურჯა", ხოლო შემდეგ ეწვივნენ აჭარის აგროსერვისცენტრის ქობულეთის ფილიალს.

 

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების გაცნობამ და მცირე ფერმერებთან გასაუბრებამ, შესაძლებლობა მისცა ჟურნალისტებს, თავად შეეფასებინათ ფერმერთა კოოპერატივების როლი საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებაში.ენპარდი - ევროპული დახმარება ქართულ სოფლის მეურნეობას. 

 

„ენპარდ"-ი არის ევროკავშირის მიერ შექმნილი პროგრამა, რომელიც მეზობელ ქვეყნებში სავაჭრო ურთიერთობას ამყარებს და ასევე მეურნეობის განვითარებას უწყობს ხელს.

ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის(UNDP) მხარდაჭერით აჭარაში ფერმერთა კოოპერატივების ხელშეწყობა წარმატებულად ხორციელდება. ორწლიანი პროექტის ენპარდ აჭარის - მიზნებია სოფლის მეურნეობის ეფექტიანობის გაზრდა, მცირე ფერმერთა გაძლიერება და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინსტიტუციური განვითარება. პროგრამის ბიუჯეტი 3,3 მილიონი ევროა, ხოლო პარტნიორები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და აჭარის აგროსერვისის ცენტრია.

 

„ენპარდ აჭარას" ხელსეწყობით უკვე შეიქმნა 70-ზე მეტი წარმატებული კოოპერატივი, გაიხსნა სადემონსტრაციო ნაკვეთები, ფერმერთათვის განხორციელდა სასწავლო საკონსულტაციო პროგრამები, რომლითაც ათი ათასზე მეტმა მცირე ფერმერმა ისარგებლა.

 

ერთ-ერთი ასეთი კოოპერატივს"პერსპექტივა თხილი" წარმოადგენს, რომელსაც გაშენებული აქვს 2500 ბუჩქამდე თხილის ნარგავები 4 ჰექტარ-ზე მეტ ფართობზე. ენპარდის საგრანტო პროექტის ფარგლებში, კოოპერატივს გადაეცა თხილის ნერგები, თხილის სარჩევი დანადგარები, მოტობლოკი მისაბმელი თვითმცველითა და მისაბმელი შესახურებლებით.

აპარატურით დაეხმარნენ"ფუტკრის სახლსაც", სადაც სკებისთვის საჭირო ფიჭები მზადდება. ტექნიკით აღიჭურვა ასევე საკალმახე და სასათბურე კოოპერატივები.

 

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, იანოშ ჰერმანის განცხადებით, ევროკავშირის ხელშეწყობასა და გაეროს განვითარების პროგრამასთან, საქართველოს მთავრობასთან და ადგილობრივ პარტნიერებთან თანამშრომლობას, ქმედითი წვლილი შეაქვს მცირე ფერმერთა კოოპერაციის დანერგვასა და საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებაში.

 

„ენპარდ"-ის მიღწევები აჭარაში საქართველოს მთავრობასა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან წარმატებული თანამშრომლობის შედეგია. პროგრამა დასასრულს მიუახოვდა, მაგრამ ჩვენ ველოდბით მისი ახალი ეტაპის დაწყებას, რათა განვაგრძოთ სოფლის განვითარების ხელშეწყობა აჭარაში და საქართველოს სხვა რეგიონებში,,- განაცხადა ნილს სკოტმა, გაეროს ელჩმა საქართველოში.

 

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლებისა და საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის პროექტი 2 წლის განმავლობაში წარმატებულად ხორციელდებოდა, რაც იძლევა მისი შემდგომი გაგრძელებისა და განვითარების საფუძველს.

მედია ტურის ორგანიზატორებმა -მედიის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადეს დაიტერესებისათვის და აღნიშნეს, რომ ჟურნალისტებისთვის სოფლის მეურნეობის დარგში მიმდინარე პროცესებისა და განხორციელებული პროექტების შედეგების ამ ფორმატში გაცნობა მომავალშიც გაგრძელდება.

 

წაკითხულია: 3668