ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
26/11/2017
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
მეთოჯინე ქალბატონის "ცოცხალი თოჯინები"
პროფესიით მათემატიკოსი ნაირა გოგინაშვილისთვის მხატვრობა და ეხლა უკვე თოჯინების კეთება ჰობიდან ბიზნესად იქცა. ნაქსოვი სათამაშოების კეთება ნატურალური ნედლეულით რამოდენიმე წლის წინ დაიწყო. სათამაშეობს ჯერ შვილიშვილებისთვის აკეთებდა, შემდეგ ნამუშევრების კოლექციაც გაიზარდა და ნელ-ნელა საქმიანობამ უკვე ბიზნესის სახეც მიიღო. დღეს მისი ნამუშევრები უცხოეთშიც იყიდება.
„თავიდან შვილიშვილებს ვუქსოვდი თოჯინებს. შემდეგ მათ სხვადასხვა ზღაპრის გმირებიც დაემატა. მერჩივნა ბავშვებს ჩემი, ნატურალური პროდუქტით შექმნილი თოჯინებით ეთამაშათ, რომელიც ირეცხება, მყარი კარკასიც აქვთ და ეკოლოგიურად სუფთაცაა. დროთა განმავლობაში ჰობი ბიზნესად იქცა და დღეს სახლი თოჯინების სახელოსნოდაც ჩამოყალობდა“ - ამბობს ქალბატონი ნაირა.
ამ ეტაპზე თოჯინების შეძენა ძირითადად ონლაინაა შესაძლებელი. თითოეულ თოჯინა, რომელსაც ხელოვანი ამზადებს ინდივიდუალურია და მხოლოდ ბუნებრივი ნედლეიულით მზადდება. სათამაშოების დამზედებასაც ქალბატონი ნაირა მაქსიმუმ ორი დღე ანდომებს. მისი გმირები ხშირად ტურისტებსაც მიაქვთ, როგორც საქართველოში დამზადებული სუვენირი. დღეს ხელოვანს უკვე ასობით უნიკალური ნაკეთობა აქვს.
„ამ ეტაპზე საახალწლო საჩუქრები უფრო აქტუალურია. ხშირად მიწევს საჩუქრად სხვადასხვა ადამიანების პროტოტიპი თოჯინების დამზადებაც. მიყვარს ჩემი საქმე და მიხარია ამდენი კმაყოფილი მომხმარებელი ჩემს გარშემო. ზოგჯერ დამზადებაში ჩემი შვილიშვილებიც მეხმარებიან. ისინიც პატარა მხატვრები არიან და სიამოვნებთ ჩემთან ერთად მუშაობა. რაც მთავარია ვიცი, რომ ჩემი მომზმარებლების გამორჩეული, უნიკალური და ეკოლოგიურად სუფთა ნივთი ექნებათ სახლში. ჩემს თოჯინებს ცოცხალ თოჯინებს ვეძახი, რადგან თითოეულ მათგანში ბავშვური სული და ბავშვური, ცოცხალი ხასიათია!“.- დაამატა ხელოვანმა.
ორგანიზაციის შესახებ
ქალბატონი ნაირას თოჯინების შეკვეთა ინდივიდუალურად ხდება და თითოეული სათამაშო პატარა ისტორიის ნაწილი და გაცოცხლებული ბავშვობაა დიდებისთვისაც.
წაკითხულია: 6557