ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
მიხეილ გიორგაძემ რაბათის ციხე და ახალციხის მუზეუმი მოინახულა
29/03/2015
პრესრელიზი
29 მარტი,2015
დაუყოვნებლივ გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია
ტელ: 2996377; 29874 31
e-mail: culturegovge@gmail.com
მისამართი: სანაპიროს №4, თბილისი
http://www.culture.gov.ge
http://www.facebook.com/culturegovge

მიხეილ გიორგაძემ რაბათის ციხე და ახალციხის მუზეუმი მოინახულა

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში რაბათის ციხე და ახალციხის ისტორიული მუზეუმი მოინახულა. ახალციხის მერთან გიორგი კოპაძესთან ერთად, მინისტრს მუზეუმის დირექტორმა ციური ლაფაჩმა მუზეუმში დაცული ექსპონატები დაათვალიერებინა.სტუმრობის ფარგლებში, მათ სამომავლო ერთობლივ პროექტებსა და ინიციატივებზეც ისაუბრეს.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმი ახალციხეში, 1923 წელს დაარსდა, რომლის ბაზაზეც 1937 წელს მხარეთმცდნეობის მუზეუმი გაიხსნა.
 
მუზეუმში რეგიონის კულტურული მემკვდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილია თავმოყრილი. დღეისათვის მუზეუმის ფონდებში 25 ათასზე მეტი ექსპონატია დაცული.

 

 

წაკითხულია: 3727