ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
27/06/2019
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
მცირე ბიზნესი და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საკუთარ პროდუქციას და სერვისებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებაზე გააცნობენ
28 ივნისს, 10:30 საათზე, სასტუმრო რუმს თბილისში (გარდენ ჰოლი, მის. კოსტავას ქუჩა 14). კონრად ადენაუერის ფონდი და მისი პარტნიორი ორგანიზაციები, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) და ასოციაცია ათინათი გამართავს პროექტის „სამოქალაქო საზოგადოება - მცირე და საშუალო ბიზნესის და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად“ შემაჯამებელ გამოფენასა და კონფერენციას.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის შემაჯამებელი კონფერენციის ფარგლებში გაიმართება რეგიონული მცირე ბიზნესის და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მონაწილეობით დაგეგმილი გამოფენა. საქართველოს ხუთი რეგიონიდან (კახეთი, იმერეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი და სამეგრელო) 34 წარმომადგენელი წარმოადგენს საკუთარ პროდუქციას, პუბლიკაციებს, მომსახურებას და დამთვალიერებლებს საკუთარ საქმიანობას გააცნობს.
გამოფენას გახსნის ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰერცელი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძე წარადგენს სამინისტროს მოსაზრებას DCFTA და მცირე და საშუალო ბიზნესის პოლიტიკის საკითხებზე და განხორციელებულ თუ მიმდინარე ღონისძიებებზე. პროექტის შედეგებსა და განხორციელებულ აქტივობებზე ისაუბრებს პროექტის მენეჯერი, ირინა გურული.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, სექტორული ასოციაციები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ასევე დაესწრებიან გამოფენას და კონფერენციას.
პროექტის შესახებ
პროექტის - „სამოქალაქო საზოგადოება - მცირე და საშუალო ბიზნესის და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად“ მიზანია გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, გაზარდოს მათი ცოდნა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებასთან (DCFTA) და საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის (SME) განვითარების სტრატეგიასთან დაკავშირებით. პროექტის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს კერძო-საჯარო დიალოგის ფორმატის დისკუსიებს.
პროექტის ფარგლებში, 2017-2019 წლებში ჩატარდა სხვადასხვა ფორმისა და შინაარსის აქტივობები, რომლებშიც ჩართული იყო 30 არასამთავრობო ორგანიზაციის 150 წარმომადგენელი 5 რეგიონიდან (სამეგრელო-ზემო სვანეთი, იმერეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, კახეთი). პროექტის ფარგლებში იმართება ბიზნეს-ფორუმები მცირე და საშუალო ბიზნესის, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით. ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შესახებ ინფორმაცია მიეწოდა მცირე და საშუალ ბიზნესის 2,000-ზე მეტ წარმომადგენელს.
პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით, რომელშიც შედიან ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი და ასოციაცია „ათინათი“.
აღნიშნული ღონისძიება ღიაა მედიის წარმომადგენლებისათვის.
ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 1741