ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ვიდეო რელიზი
07/10/2016
საკონტაქტო პირი:
ალექსანდრე ვაჩაძე | 599969506 | marketing@boom.ge
მცირე და საშუალო ზომის სასტუმროებს საკუთარი დაჯავშნის სისტემა ექნებათ
საქართველოში, შიდა და გარე ტურისტების ნაკადის ზრდა, ახალ გამოწვევებს უქმნის მცირე და საშუალო სასტუმროებს, როგორც თბილისში, ასევე საქართველოს ყველა რეგიონში. დღეისათვის, თითქმის წარმოუდგენელია, რომ სასტუმროს არ გააჩნდეს საკუთრი ვებგვერდი ინტერნეტში, ან არ ჰქონდეს დანერგილი ნომრების ონლაინ დაჯავშნის სისტემა და არ იყენებდეს სასტუმროს მართვის ავტომატიზირებულ პროგრამას.
2016 წელს, „სასტუმროს მართვისა და ონლაინ დაჯავშნის სიტემა" შეიქმნა, რომელიც ყველა დაინტერესებულ სასტუმროს სპეციალურ, მათზე მორგებულ პაკეტებს სთავაზობს.
კომპანია პროსერვისი, წლების მანძილზე აკეთებდა მცირე და საშუალო სასტუმროების საჭიროებების ანალიზს. ერთ-ერთი მნიშნელოვანი პრობლემა, რაც ამ კვლევის შედეგად გამოიკვეთა არის ის, რომ ასეთი ტიპის სასტუმროებს არ გააჩნიათ მათი ნომრების ონლაინ დაჯავშნის მართვის ფუნქცია.
ელექტრონული სერვისის გამოყენებით სასტუმროების პოტენციურ სტუმრებს, შეეძლებათ ონლაინ რეჟიმში შეამოწმონ სასურველ სასტუმროში თავისუფალი ნომრები. ასევე შეეძლებათ ონლაინ დაჯავშნა პლასტიკური ბარათით და გადახდა როგორც პირდაპირი გადახდის, ასევე ადგილზე, მოგვინებითი გადახდის პირობით. ამ სერვისზე ხელმოწერის შემთხვევაში, სასტუმრო უფასო ვებგვერდს და 1 გბ ჰოტინგს იღებს საჩუქრად.
„დღეს, თითქმის ყველა სასტუმრო სარგებლობს საერთაშორისო დაჯავშნის სისტმებით, რომლებიც შუამავალ აგენტებს წარმოადგენენ. თუმცა ამ პორტალებთან საკომისიო საკმაოდ მაღალია. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ტურიზმის განვითარებასა და რენტაბელური ფასები შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებლებს. სისტემის მომხმარებელთათვის გათვალისწინებულია, მხოლოდ ფიქსირებული, ყოველთვიური გადასახადი, რაც არ გულისხმობს დამატებით საკომისიო გადასახადს მიუხედავად იმისა, რამდენი სტუმარი ისარგებლებს ონლაინ დაჯავშვნით".
ორგანიზაციის შესახებ
კომპანია "პროსერვისი" წარმოადგენს განვითარებაზე ორიენტირებულ მუდმივად მზარდი ტიპის კომპანიას.
Pro-Service 2003 წლიდან მოღვაწეობს და ქართული ბაზრის ლიდერია ინტერნეტ პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების სფეროში.

მთელი ამ ხნის მანძილზე თამამად შეიძლება ითქვას, რომ კომპანია არ ღალატობს მის ძირითად პრინციპებს: პროფესიონალიზმს , პასუხისმგებლობას და საქმის ერთგულებას .

დღეისთვის Pro-Service ემსახურება ათასზე მეტ ორგანიზაციასა და კერძო პირს. კომპანიას თანამშრომლობის დიდი გამოცდილება აქვს ,როგორც კორპორატიულ კლიენტებთან, ასევე პორტალური ვებ გვერდების ავტორებთან. სწორედ მათი მრავალწლიანი ნდობა და ჩვენდამი ერთგული დამოკიდებულება განსაზღვრავს კომპანია პროსერვისის რეპუტაციასა და იმიჯს.

კომპანიის ძირითადი ბირთვი მაღალკვალიფიციურ პროფესინალთა გუნდია, რომელიც თავის მომხმარებლებს მხოლოდ მაღალ ტექნოლოგიურ და ადმინისტრაციულ ბაზაზე დაფუძნებულ მაღალხარისხიან მომსახურებას სთავაზობს. ესაა შეკრული პროფესიონალთა ჯგუფი, რომელიც უმაღლეს დონეზე ასრულებს ნებისმიერი სირთულის პროექტს და ამოცანას.
Pro-Service ესაა მომხმარებლის ინტერესებზე მომართული კომპანია, რომლის პრიორიტეტია პროფესიონალურ დონეზე მართოს საკუთარი სერვისი, დააკმაყოფილოს კლიენტებისა და პარტნიორების მზარდი მოლოდინი.

ჩვენ ვცდილობთ დავნერგოთ ახალი ტენდეციები და სიახლეები, რაც არა მარტო კომპანიის მომავალ განვითარებას უწყობს ხელს, არამედ ბაზრის მზარდი მოთხოვნების უზრინველსაყოფადაა მომართული.
ჩვენი მიზანია, მზარდი ბიზნესის გარემოშიც კი მაქსიმალურად დავაკმაყოფილოთ მომხმარებლის ინტერესები. შექვმნათ ბაზრისთვის და კლიენტებისთვის ისეთი პირობები რაც ხელს შეუწყობს მთლიანად ინტერნეტ სფეროს განვითარებას.
წაკითხულია: 6560