ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
24/07/2020
საკონტაქტო პირი:
მაიკო ჩიტაშვილი | 593260609 | chitasvhili.maiko@gmail.com
მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის ტრენინგების სერია დაიწყო
პროექტის „GEclose2EU’’-ს ფარგლებში, მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის ტრენინგების სერია დაიწყო. პირველი ტრენინგი ქალაქ ქუთაისში გაიმართა და მასში იმერეთის რეგიონის 30-მდე მეწარმე იღებდა მონაწილეობას. ტრენინგები მომდევნო კვირების მანძილზე, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ჩატარდება.
„დღეს ქალაქ ქუთაისიდან ვიწყებთ ტრენინგების სესიას მეწარმეებისთვის. ტრენინგების ბენეფიციარები არიან აწარმოე საქართველოს მიკრო მეწარმეები. ტრენინგების თემები მრავალფეროვანია და ის მოიცავს: გაყიდვებს, მარკეტინგს, ფინანსებს, ბიზნეს გეგმის მომზადებას. პროექტის მიზანია ქართველი მიკრომეწარმეების გაძლიერება, რაც დაეხმარება მეწარმეებს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ფინანსური რესურსების მოძიებაში, როგორ დონორი, ისე სახელმწიფო ორგანიზაციებდან“, - განაცხადა პროექტის მენეჯერმა ირინა გურულმა.

ტრენინგები მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის, პროექტის ერთ-ერთი აქტივობაა და მასში სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამების ბენეფიციარი 500 კომპანია მიიღებს მონაწილეობას. ტრენინგების თემატიკა განსხვავებულია და ის მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა ფინანსების მართვა, მეწარმეობის ფორმები და საგადასახადო ანგარიშგება, მარკეტინგი და ბრენდინგი, გაყიდვები, დისტრიბუციის არხები და ფინანსების მოზიდვა/ბიზნეს-გეგმის წერა. თითოეულ კომპანიას შეუძლია გამოთქვას მონაწილეობის სურვილი ერთ ან რამდენიმე ტრენინგში, როგორც ონლაინ, ისე - მცირე ჯგუფებში. ტრენინგები ჩატარდება 2020 წლის ზაფხულის პერიოდში თბილისსა და საქართველოს შემდეგ რეგიონებში (კახეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი,იმერეთი, გურია, სამეგრელო-ზემო სვანეთი, აჭარა, რაჭა-ლეჩხუმი).
ტრენინგები სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარებს დაეხმარება უკეთ შეძლონ საკუთარი ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობის და პერსპექტივების შეფასება, მართონ ფინანსები, გააუმჯობესონ ანგარიშგება საგადასახადო სამსახურებთან, მოახდინონ საკუთარი პროდუქციის ბრენდინგი, გაიგონ მარკეტინგის და გაყიდვების ახალი შესაძლებლობების შესახებ, მათ შორის - კოვიდის ეპოქის მოთხოვნების შესაბამისად. ტრენინგები ასევე გააუმჯობესებინებს მათ ბიზნეს-გეგმების წერის და ბიუჯეტირების უნარებს, რაც დაეხმარება სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ახალ პროგრამებში მონაწილეობის დროს.

აღნიშნული ტრენინგების მონაწილეები ასევე გაეცნობიან შემდეგ საკითხებს: კორპორატიული სოციალურ პასუხისმგებლობა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ (DCFTA) შეთანხმებასთან დაკავშირებული ვალდებულებები. ყველა ტრენინგის მონაწილეებს გადაეცემათ „სახელმძღვანელო მცირე და საშუალო ბიზნესისათვის“ და სერტიფიკატი ტრენინგებში მონაწილეობის შესახებ.
პროექტს „ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან" (GEclose2EU), 2018 წლიდან დაიწყო. პროექტს ახორციელებს „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) სააგენტო „აწარმოე საქართველოსთან“ თანამშრომლობით. პროექტის მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა, მათი ცნობადობის გაზრდა ადგილობრივ და ევროპის ბაზარზე და ინტერნაციონალიზაციის ახალი შესაძლებლობების შექმნა. პროექტის ჯამური ბიუჯეტი 2,3 მილიონი აშშ დოლარია და იგი 3 წლის განმავლობაში გრძელდება.
ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 2329