ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ნოდარ კერესელიძე ირლანდის პარლამენტის სენატორს შეხვდა
02/09/2015
პრესრელიზი
 
2 სექტემბერი, 2015
დაუყოვნებლივ გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მარშალ გელოვანის გამზირი #6, თბილისი
 infomoa@moa.gov.ge
 www.moa.gov.ge ტელ: 237 80 09

ნოდარ კერესელიძე ირლანდის პარლამენტის სენატორს შეხვდა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ირლანდიის პარლამენტის სენატორს, ჰილდეგარდ ნაუტონს შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველოსა და ირლანდიას შორის აგრარული მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.

როგორც ნოდარ კერესელიძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოება. მისი თქმით, ირლანდიასთან მოლაპარაკებების დაწყება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით. ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით (DCFTA) ქართული პროდუქცისთვის ევროპის ბაზარი გახსნილია, შესაბამისად, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ საკუთარი პროდუქციის გასაღების ბაზრები გაზარდონ და ევროპელ პარტნიორებთან ერთობლივი პროექტები განხორციელონ.
  
შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გოჩა ცოფურაშვილი ესწრებოდა.

 

წაკითხულია: 4422