ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა ოლიმპიადის რესპუბლიკური ტური ტექნო პარკში გაიმართება
16/02/2016


პრესრელიზი

16 თებერვალი, 2016
დაუყოვნებლივ გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
მაიკო ჩიტაშვილი,
maiko@publicity.
+995593260609; www.iyipo.ge

ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა ოლიმპიადის რესპუბლიკური ტური ტექნო პარკში გაიმართება

ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა საერთაშორისო ოლიმპიადა (IYIPO) მონაწილეთა განაცხადების მიღებას იწყებს. IYIPO წელს მეათედ გაიმართება და მასში სხვადასხვა ქვეყნის გამომგონებელი და ნორჩ მეცნიერი მიიღებს მონაწილეობას. 

მიმდინარე წლის 19 მარტს, დაგეგმილია IYIPO 2016-ის რესპუბლიკური ტური, რომელსაც წელს უნიკალური შესაძლებლობების სივრცე და ახალგაზრდა ინოვატორებისთვის შექმნილი ადგილი - ტექნო პარკი უმასპინძლებს. 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ მერვე-მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს, რომლებსაც უკვე აქვთ საკუთარი გამოგონება ან სამეცნიერო ოლიმპიადის ძირითადი მიმართულებებია: ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, მათემატიკა, ინფორმატიკა და ინჟინერია. წელს IYIPO მონაწილეებს მორიგ სიახლეს სთავაზობს. მიმდინარე წლიდან არსებული სექციების გარდა მოსწავლეებს საშუალება ექნებათ საკუთარი გამოგონება ან კვლევა ეკოლოგიის მიმართულებითაც წარადგინონ, რომელიც წელს ბიოლოგიის განყოფილებას დაემატა. საბოლოოდ შემოსული პროექტები სპეციალური ჟიურის მიერ შეფასდება და საუკეთესო მოსწავლეები უცხოელ ნორჩ გამომგონებლებთან ერთად 21-23 აპრილს დაგეგმილ ფინალში იასპარეზებენ. ასევე სპეციალური წამახალისებელი პრიზებია დაწესებული გამარჯვებულ მოსწავლეთა პედაგოგებისთვისაც, რომლებიც კურირებენ ნაშრომებს და ეხმარებიან ახალგაზრდა გამომგონებლებს.

პროექტის პირველი ეტაპის გამოფენა-კონკურსი ღია იქნება დამთვალიერებლებისთვის. გამოფენა ტექნო პარკშია დაგეგმილი, რომელიც თავის მხრივ ხელს უწყობს ახალგაზრდა ინოვატორებს, საკუთარი იდეების რეალიზებაში, რათა შემდგომში უკეთ განავითარონ და მოახდინონ მათი კომერციალიზაცია. პროექტისთვის მნიშვნელოვანია მოხდეს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროს პოპულარიზაცია, რაშიც აქტიურად არის ინოვაციებისა დატექნოლოგიების სააგენტო ჩართული, ხოლო IYIPO საუკეთესო კონკურსია აღმოაჩინოს ასეთი ახალგაზრდები.

ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველებმა 17 მარტამდე უნდა შეავსონ ელექტორონული აპლიკაცია პროექტის ოფიციალურ ვებ გვერდზე www.iyipo.ge . რეგიონებიდან ჩამოსული მოსწავლეებისთვის დაფარული იქნება სატრანსპორტო ხარჯებიც.
###

ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა ოლიმპიადის მიზანია დაეხმაროს ახალგაზრდებს მთელი მსოფლიოდან, ფართო წრეებს გააცნოს საკუთარი მიღწევები და ნოვატორული პროექტები. ოლიმპიადა, ერთი მხრივ ეხმარება ახალგაზრდებში სამეცნიერო უნარების განვითარებას, ხოლო მეორე მხრივ ხელს უწყობს ინოვაციაზე დამყარებული ბიზნეს იდეების განვითარებას, მომავალი თაობის წახალისებას, მათ წიგნიერებისა და მეცნიერებისაკენ სწრაფვას. საერთაშორისო ოლიმპიადა აერთიანებს მრავალ ქვეყანას, აახლოებს სხვადსხვა ქვეყნის მეცნიერებსა და კულტურებს. 
ოლიმპიადის შესახებ:
ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა ოლიმპიადა - IYIPO ყოველ წლიურად გაზაფხულზე იმართება. ტრადიციულად პროექტის ფინალში 200-ზე მეტი ნორჩი გამომგინებელი იღებს მონაწილეობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. 
ოლიმპიადაში მონაწილეობის საშუალება ეძლევა VII-XII კლასის მოსწავლეს, რომელსაც საკუთარი გამოგონება ან ინოვაციური პროექტი აქვს. ოლიმპიადის სექციები შემდეგ დისციპლინებს მოიცავს: ქიმია, ბიოლოგია-ეკოლოგია, ინჟინერია, ფიზიკა, ინფორმატიკა, მათემატიკა.

 

წაკითხულია: 4365