ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა ოლიმპიადის რესპუბლიკური ტური ტექნო პარკში გაიმართა
21/03/2016
პრესრელიზი
21 მარტი, 2016
დაუყოვნებლივ გავრცელებისთვის
 
თბილისში ინოვაციების კიდევ ერთი კონკურსი გაიმართა
 
ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა ოლიმპიადის რესპუბლიკური ტური ტექნო პარკში ჩატარდა

ტექნო პარკში, ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა ოლიმპიადა IYIPO-ს რესპუბლიკური ტური გაიმართა. IYIPO წელს მეათედ ჩატარდა და მასში მონაწილეობა 60-მდე პროექტმა მიიღო.

 

გამოფენა-კონკურსში მერვე-მეთორმეტე კლასის მოსწავლეები იღებდნენ მონაწილეობას, რომლებმაც გამოგონებები შემდეგ დისციპლინებში წარმოადგინეს: ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, მათემატიკა, ინფორმატიკა და ინჟინერია. 120 კონკურსანტიდან ჟიურიმ საუკეთესო გამომგონებლები შეარჩია, რომლებიც ასპარეზობას IYIPO-ს ფინალში გააგრძელებენ.

საკუთარი ფავორიტი პროექტები გამოავლინეს ქალაქ თბილისის მერიამ და საქპატენტმა. პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული პროექტები ასპარეზობას უკვე საერთაშორისო ტურზე გააგრძელებენ.

ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა ოლიმპიადის მიზანია დაეხმაროს ახალგაზრდებს მთელი მსოფლიოდან, ფართო წრეებს გააცნოს საკუთარი მიღწევები და ნოვატორული პროექტები. ოლიმპიადა, ერთი მხრივ ეხმარება ახალგაზრდებში სამეცნიერო უნარების განვითარებას, ხოლო მეორე მხრივ ხელს უწყობს ინოვაციაზე დამყარებული ბიზნეს იდეების განვითარებას, მომავალი თაობის წახალისებას, მათ წიგნიერებისა და მეცნიერებისაკენ სწრაფვას. საერთაშორისო ოლიმპიადა აერთიანებს მრავალ ქვეყანას, აახლოებს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებსა და კულტურებს.

ოლიმპიადის შესახებ:
ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა ოლიმპიადა - IYIPO ყოველ წლიურად გაზაფხულზე იმართება. ტრადიციულად პროექტის ფინალში 200-ზე მეტი ნორჩი გამომგინებელი იღებს მონაწილეობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. 

ოლიმპიადაში მონაწილეობის საშუალება ეძლევა VII-XII კლასის მოსწავლეს, რომელსაც საკუთარი გამოგონება ან ინოვაციური პროექტი აქვს. ოლიმპიადის სექციები შემდეგ დისციპლინებს მოიცავს: ქიმია, ბიოლოგია-ეკოლოგია, ინჟინერია, ფიზიკა, ინფორმატიკა, მათემატიკა.

 

წაკითხულია: 5273