ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ოთარ დანელია იტალიელ კოლეგას შეხვდა
19/02/2016

 

პრესრელიზი

19 თებერვალი, 2016
დაუყოვნებლივ გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მარშალ გელოვანის გამზირი #6, თბილისი
infomoa@moa.gov.ge
www.moa.gov.ge ტელ: 237 80 09
ოთარ დანელია იტალიელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით რომში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია იტალიის სოფლის მეურნეობის, სურსათის და მეტყევეობის პოლიტიკის მინისტრს, მაურიციო მარტინას შეხვდა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ორი ქვეყნას შორის არსებული თანამშრომლობის მიუხედავად, სოფლის მეურნეობის მინისტრებს შორის შეხვედრა პირველად იმართება.

შეხვედრაზე მხარეებმა აგრარულ დარგში თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სამეცნიერო კვლევების შედეგების იმპლემენტაციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ოთარ დანელიამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს სოფლის მეურნეობი დარგში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე. მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურდ მუშაობს ბაზრების დივერსიფიკაციასა და საექსპორტო პოტენციალის მქონე ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის იდენტიფიცირებაზე. შესაბამისად, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ევროპულ ბაზარზე დამკვიდრებისთვის იტალიის მხარდაჭერა და გამოცდილების გაზიარება უმნიშვნელოვანესია. ოთარ დანელიამ იტალიელი კოლეგა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან ერთად საქართველოში მოიწვია. 

იტალიის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, მაურიციო მარტინამ ქართველ კოლეგას მადლობა გადაუხადა და საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით მზადყოფნა გამოთქვა. 
შეხვედრის ფარგლებში მინისტრებმა აგრარული დარგის მიმართულებით თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილია იტალიის გამოცდილების გაზიარება სოფლად განვითარების, დაცული გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის კონტროლის სისტემის, მევენახეობის, ენეოლოგიის, აკვაკულტურის, ფიტოსანიტარიის, ასევე აგროტურიზმის, აგროდაზღვევისა და ფინანსური ინსტრუმენტების ეფექტიანად მოძიებისა და გამოყენების მიმართულებებით.

იტალიის სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიაში კახა სიხარულიძე ესწრებოდნენ.

 

წაკითხულია: 3999