ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პროგრამაში „დანერგე მომავალი“ მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღების პროცესი დაიწყო
06/03/2015

 პრესრელიზი

პროგრამაში „დანერგე მომავალი" მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღების პროცესი დაიწყო

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ ახალი პროექტის - „დანერგე მომავალი" -დაწყების შესახებ განცხადება გააკეთა. 6 მარტიდან სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღების პროცესი დაიწყო.

პროექტის „დანერგე მომავალი" განხორციელებისთვის ორი წლის განმავლობაში 15 მილიონი ლარი დაიხარჯება. მისიმიზანია (თბილისის, რუსთავის, ბათუმის და ფოთის გარდა) სასოფლო-სამეურნეო მიწების მიზნობრივი გამოყენების ზრდის მაქსიმალური ხელშეწყობა,მრავალწლოვანი ბაღების გაშენებისა და სანერგე მეურნეობების მოწყობის გზით.ახალი პროექტის განხორციელების შედეგად,მეწარმეები და ფერმერები შეძლებენ აწარმოონ მაღალი ხარისხის პროდუქტი, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე იმპორტირებულ პროდუქციას გაუწევს კონკურენციას. ამავედროს, გაიზრდება ქვეყნის აგრარული პროდუქციის საექსპორტო პოტენციალი.

დაფინანსების მისაღებად,ბენეფიციარმა სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში უნდა წარმოადგინოს სანერგემეურნეობის შექმნისდეტალური პროექტი (პროექტის წარმოდგენა უნდა განხორციელდეს სააგენტოს მიერშემუშავებული სტანდარტის მიხედვით), თანმდევ დოკუმეტაციასთან ერთად, რის შემდგომაც, სააგენტო განიხილავს პროექტს და პროექტის პირობებთან შესაბამისობის შემთხვევაში,დასამტკიცებლად წარუდგენს „თანადაფინანსების კომიტეტს", პროექტის დამტკიცების შემთხვევაში კი, სააგენტო განახორციელებს სანერგე მეურნეობის დაფინანსებას.

პროექტის „დანერგე მომავალი" ფარგლებში სახელმწიფო თანადაფინანსების მოცულობა შეადგენს:
- ბაღის გაშენების შემთხვევაში - ნერგების ღირებულების 70%-ს და წვეთოვანი სარწყავი სისტემის ღირებულების 50%-ს;
- სანერგე მეურნეობის შემთხვევაში - მეურნეობის შექმნის ღირებულების 50 % -ს.
ბაღის გაშენების ან სანერგე მეურნეობის მოწყობის სრულად დაფინანსების მიზნით, სახელმწიფო თანადაფინანსებასთან ერთად, ბენეფიციარს შეუძლია ისარგებლოს შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამით.
გარდა სახელმწიფო თანადაფინანსებისა, პროგრამაში ჩართული ბენეფიციარები მიიღებენ დამატებით სარგებელს:
- სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები საჩუქრად მიიღებენ შესაწამლ აპარატებს;
- ყველა ბენეფიციარს აუნაზღაურდება ნიადაგის ლაბორატორიული შემოწმების ღირებულება; 
- კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, ყველა ბენეფიციარი მიიღებს ტექნიკურ დახმარებას ბაღის / სანერგე მეურნეობის მოვლის პრაქტიკული ტრეინინგისა და თეორიული კურსის სახით. 
პროგრამის წარმატებით განხორციელების შედეგად: 
1 000 - 1 200 ჰა-ზე გაშენდება თანამედროვე ტიპის ბაღი და 30 - 40 ახალი, თანამედროვე სანერგე მეურნეობა, რაც ხელს შეუწყობს, ერთი მხრივ, ადგილობრივ ბაზარზე იმპორტი ჩანაცვლების, ხოლო, მეორე მხრივ, საექპორტო პოტენციალის ზრდის პროცესს.

 

წაკითხულია: 3206