ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
02/03/2018
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
პროფესიული განათლების სექტორის განვითარებისთვის საგრანტო კონკურსი გამოცხადდა
ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა, პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ ფარგლებში,საგრანტო კონკურსის III რაუნდი გამოაცხადა.
საგრანტო კონკურსის მიზანი საუკეთესო პრაქტიკების გამოვლენაა, რომელიც გააუმჯობესებს სწავლების ხარისხს და გაზრდის პროფესიული განათლების მიმზიდველობას ახალგაზრდებსა და ზრდასრულებში.
გრანტის მოცულობა 5,000 აშშ დოლარიდან - 25,000 აშშ დოლარამდეა.
მცირე საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ორგანიზაციას, მათ შორის: საჯარო და კერძო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, კერძო კომპანიებს, პროფესიულ ასოციაციებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს.
გასული წლების მცირე საგრანტო კონკურსის ფარგლებში უკვე დაფინანსდა 17 პროექტი, საერთო ღირებულებით 242,100 აშშ დოლარი. დაფინანსებული პროექტების განხორციელების შედეგად, დაინერგა ინოვაციური სასწავლო მეთოდებიპროფესიული განათლების პროფესიების პოპულარიზაციის მიზნით, შემუშავდა ახალი მიდგომები სკოლის ასაკის ბავშვებში, სტუდენტებსა და ზრდასრულებში, გამოვლინდა კერძო სექტორისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის ახალი პრაქტიკები.
საგრანტო კონკურსი დაფინანსებულია აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში.
ორგანიზაციის შესახებ
განაცხადის ფორმა შეგიძლიათ იხილოთ პროექტის ვებგვერდზე (http://www.iswd.ge/eng/documents/2/). განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2018 წლის 11 აპრილი.
წაკითხულია: 2642