ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
რთველის მიმდინარეობა - 21 სექტემბერი
21/09/2015

პრესრელიზი

21 სექტემბერი, 2015
დაუყოვნებლივ გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი
ციცია მამულაშვილი
საზოგადოებასთან ურთიერთობა
ტელ: +995 599 24 83 82,
+995 322 97 41 03
ელ-ფოსტა: Tsitsia.mamulashvili@georgianwine.gov.ge
www.georgianwine.gov.ge, www.facebook.com/Wines.of.Georgia

რთველის მიმდინარეობა - 21 სექტემბერი

21 სექტემბრის 12.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავდა 30 ათას ტონამდე ყურძენი. მათ შორის, 11,2 ათას ტონამდე რქაწითელი, 12,4 ათას ტონამდე საფერავი, 1,3 ათას ტონამდე კახური მწვანე და 4,5 ათას ტონაზე მეტი სხვა ჯიშის ყურძენი.
  
კახეთის რეგიონში ყურძნის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 17 მლნ ლარს მიაღწია.
  
კახეთში რთველი აქტიურ ფაზაშია შესული - განვლილი 24 საათის განმავლობაში 5 ათას ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდა. რთველი კახეთის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. 
ყველაზე დიდი რაოდენობით ყურძენია გადამუშავებულია შემდეგ მუნიციპალიტეტებში: გურჯაანი - 8,7 ათას ტონამდე, ყვარლის - 6,6 ათას ტონამდე და თელავის - 4,4 ათას ტონამდე. 
კახეთში ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია ღვინის მწარმოებელი 60 კომპანია, მათ შორის, სახელმწიფოს მიერ დაქირავებული 14 ღვინის საწარმო. 
რთველის მიმდინარეობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, მუშაობს ცხელი ხაზი 2 47 01 01 და სპეციალური ინტერნეტ საიტი www.rtveli2015.gov.ge.

 

 

 

წაკითხულია: 5012