ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
10/11/2020
როგორ შევიძინოთ უვნებელი საქონლის ხორცი - იხილეთ გზამკვლევი მობილურ აპლიკაცია Agronavt-ზე
სად და როგორი საქონლის ხორცი უნდა შევიძინოთ? რას უნდა მივაქციოთ ყურადღება იმისთვის, რომ უვნებელი პროდუქტი ვიყიდოთ? რა უფლებები და ვალდებულებები გვაქვს მომხმარებლებს საქონლის ხორცის შეძენისას? - ამ და ბევრ სხვა კითხვაზე პასუხის მოძებნა მობილურ აპლიკაცია Agronavti-ზე, კერძოდ, გზამკვლევში „რეკომენდაციები უვნებელი და ხარისხიანი ხორცის შესაძენად” შეიძლება.
პროექტის - "ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში" სურსათის უვნებლობისა და ხარისხის მენეჯერი მზია კუზნეცოვა საუბრისას აღნიშნავს, რომ მობილური აპლიკაცია Agronavti-ს პლატფორმაზე განთავსებული სახელმძღვანელოს შექმნის იდეა, რომელიც უვნებელი ხორცის შეძენის საკითხებს დეტალურად ეხება, ახლობლებისა და მომხამრებლების მიერ უვნებელი ხორცის შესყიდვასთან დაკავშირებული კითხვებიდან გამომდინარე გაჩნდა და აქცენტი ორი მიმართულებით გაკეთდა.
„სახელმძღავნელოზე მუშაობისას აქცენტი სასტუმროებსა და რესტორნების მომზადებაზე გავაკეთეთ. მიზანი ამ მიმართულებით ბიზნესოპერატორების ცოდნის ამაღლებაა. თუ სურსათის ეროვნული სააგენტო, რომელთანაც ასევე ვთანამშრომლობთ, შევა რესტორნებსა და ბარებში შემოწმებაზე, მათ უნდა ჰქონდეთ სათანადო პასუხი და ცოდნა ხორცთან მიმართებით - რა ვალდებულებები, სანქციები არსებობს და როგორ უნდა დაიცვან თავი გაუგებრობისგან.
„ხორცი აუცილებლად უნდა შევიძინოთ სპეციალური წესით რეგისტრირებულ ბინზესოპერატორებთან და არა - ქუჩაში, გზებზე გამოტანილი ხორცი, რომელსაც არც ჰიგიენური ნორმები მოეთხოვება და არც ტემპერატურული რეჟიმები აქვს დაცული. სახელმძღვანელოში მოცემულია რა დოკუმენტები უნდა ახლდეს ხორცს; რას უნდა მიაქციოს ყურადღება ჰორეკამ შეძენის დროს. ამასთან, სეს-ის ინსპექტორის ან მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში ბიზნესოპერატორი ვალდებულია, დაახვედროს ძირითადად ეტიკეტი, რომელიც შეიძლება იყოს ფორმა 2 და ასევე, ხორცზე არსებული ანაბეჭდი, ვეტერინარული ბეჭედი, რომელიც გულისხმობს იმას, რომ საქონელი სასაკლაოზე ყველა წესის დაცვითაა დაკლული.
ბროშურაში, ასევე, გაშლილია ხორცის ე.წ. კატეგორიზაცია - რას ნიშნავს ანტრეკოტი, არტალა და ა.შ. და რისთვის უნდა გამოვიყენოთ თითოეული ნაჭერი. გვაქვს ასევე სახეობრივი სხვაობები, როგორ შეიძლება განვასხვავოთ ცხენის, საქონლის და სახედრის ხორცი, რომ არ მოტყუვდეთ. საუბარია ხორცის სიახლის მაჩვენებლებზეც“, - აღნიშნა მზია კუზნეცოვამ.
პროექტის "ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში" სურსათის უვნებლობისა და ხარისხის მენეჯერი ამბობს, რომ მომხამრებელს აქვს უფლება მოსთხოვოს ბიზნესოპერატორს ის დოკუმენტაცია, რომელიც მის საქმიანობას შეეხება და ადგილიდან გადაამოწმოს სეს-ის ცხელ ხაზზე 1505-ზე დარეკვით შეესაბამება თუ არა ამ ნომრის საქონლის ხორცი სასაკლაოზე დაკლულ უვნებელ ხორცს.
Agronavti-ს აპლიკაციის დადებით მხარეებზე, თავის მხრივ, მისმა მომხმარებელმა, კაფე „ნუგას“ მფლობელმა ნუცა სურგულაძემ ისაუბრა.
„კაფის გახსნისას გამოწვევის წინაშე დავდექით - როგორ შემეძინა საქონის უვნებელი ხორცი? ძიების პროსცეში მივაკვლიე ერთ საინტერესო მობილურ აპლიკაციას Agronavt-ს, სადაც ვიპოვე გზამკვლევი - „როგორ შევიძინო საქონლის უვნებელი ხორცი?“ მე, როგორც რესტორნის მეპატრონემ, სწორედ ამ რეკომენდაციების გათვალისწინებით მივაგენი უვნებელი ხორცის მწარმოებელ კომპანიას, ვისგანაც ვყიდულობ უვნებელ პროდუქციას“, - ამბობს ნუცა სურგულაძე.
სახელმძღვანელოს ერთ-ერთი ავტორი და პროექტის "ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში" ტექნიკური დირექტორი ლაშა ავალიანი აღნიშნულ გზამკვლევზე და აპლიკაცია Agronavti-ზე განთავსებული სხვადასხვა სახელმძღვანელოს მნიშვნელობაზე გვესაუბრა.
„ჩვენი ერთობლივი პროექტი მერძეული და მეხორცული მეურნეობების განვითრებისკენაა მიმართული. ვინაიდან, საქართველოს ფერმერთა ასოციაციაა ჩვენი პარტნიორია, ხელს ვუწყობთ ამ პლატფორმის ერთის მხრივ ტექნიკური შესაძლებლობების გაძლიერებას, ხოლო მეორე მხრივ ცოდნით, ჩვენი პროექტის მიერ შექმნილი საინფორმაციო მასალების ატვირთვას, რათა Agronavti-ს აპლიკაცია უფრო საინტერესო შიგთავსით გაჯერდეს.

გარდა იმისა, რომ მომხმარებელი იღებს სრულფასოვან ინფორმაციას როგორ შეიძინოს სოფლის მეურნეობის ესა თუ ის პროდუქტი, ასევე მწარმოებლები და ფერმერები იღებენ სრულფასოვან ცოდნას, როგორ წამოიწყონ თავისი ბიზნესი და როგორ განავითარონ ის“, - აღნიშნა ლაშა ავალიანმა.
ორგანიზაციის შესახებ
ცნობისთვის: უვნებელი და ხარისხიანი ხორცის შეძენის გზამკვლევის გადმოსაწერად ეწვიეთ ბლოგ Agronavti-ზე - მისამართზე blog.agronavt.ge . ასევე, მისი მოკლე საინფორმაციო ვერსია შეგიძლიათ მობილურ აპლიკაცია Agronavti-ში მოიძიოთ.
წაკითხულია: 1930