ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
რწყვის სეზონი ქვემო ქართლში გაიხსნა
29/03/2015

პრესრელიზი

29 მარტი,2015
დაუყოვნებლივ გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია 
ტელ: 2996377; 29874 31
e-mail: culturegovge@gmail.com
მისამართი: სანაპიროს №4, თბილისი
http://www.culture.gov.ge
http://www.facebook.com/culturegovge
 
                                რწყვის სეზონი ქვემო ქართლში გაიხსნა
 
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ქვემო ქართლის რეგიონში რწყვის სეზონის გახსნის ღონისძიებას დაესწრო. მინისტრმა და საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის დირექტორმა გარდაბნის სარწყავი სისტემის ქიჩიკის წყალგამშვები კვანძის ფარი სიმბოლურად გახსნეს. საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანია რწყვის სეზონის გახსნის ღონისძიების ტრადიციად დამკვიდრებას და ყოველწლიურად საქართველოს სხვადასხვა რეგიონში აღინიშვნას გეგმავს. 

გარდაბნის სარწყავ სისტემაში წყლის გაშვების ღონისძიებას ადგილობრივ ფერმერები ესწრებოდნენ. სოფლის მეურნეობის მინისტრმა ადგილობრივებთან რეგიონის განვითარებისთვის სამელიორაციოსისტემების გამართული ფუნქციონირების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ოთარ დანელიამ აღნიშნა, რომ წყალუზრუნველყოფილიტერიტორიის 1/3სწორედქვემო ქართლის რეგიონზემოდის.

,,უკანასკნელი წლების განმავლობაში სამელიორაციოსისტემებზე ფართომასშტაბიანი სარეაბილიტაციოპროექტებიხორციელდება. ქვემო ქართლისრეგიონში საქართველოსგაერთიანებული სამელიორაციოსისტემების კომპანია ახორციელებს ყველაზე მასშტაბურ სარეაბილიტაციო ღონისძიებებს, რომლის დასრულების შემდეგ, 30 000 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი იქნება წყალუზრუნველყოფილი", - განაცხადა ოთარ დანელიამ.
„დღეისათვის,სოფლის მეურნეობის სამინისტრო და საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანია სარწყავი და სადრენაჟე სისტემების მოწესრიგებისპროგრამის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით სარეაბილიტაციო სამუშაოებს34 ობიექტზე ახორციელებს. ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას მომავალშიცგააგრძელებს, რათა საქართველოს მასშტაბით სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მაქსიმალური წაყალუზრუნველყოფა მოხდეს", - განაცხადა საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემებისკომპანიის დირექტორმა ლევან დვალმა.
რწყვის სეზონის გახსნის ღონისძებას ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები: ნოდარ კერესელიძე, დავთ გალეგაშვილი, იური ნოზაძე, ადგილობრივი ხელისუფლების, დონორი ორგანიზაციების და საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის წარმომადგენლები.სამელიორაციო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე სარეაბილოტაციო ღონისძიებები რწყვის სეზონის პარალელურად გაგრძელდება. 

 

წაკითხულია: 3466