ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
საერთაშორისო კონფერენცია - კატასტროფის რიკის შემცირება ინკლუზიური მიდგომით
26/11/2015
                                                               
 
პრესრელიზი
 

26 ნოემბერი 2015
დაუყოვნებლივ გავრცელებისთვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
თეონა ჯულუხაძე,
599 475060, 
t.julukhadze@asb-georgia.org
მაიკო ჩიტაშვილი,
593260609;
maiko@publicity.ge 

 საერთაშორისო კონფერენცია - კატასტროფის რიკის შემცირება ინკლუზიური მიდგომით

 

გერმანული არასამთავრობო ორგანიზაცია არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი (ASB საქართველო) ევროკომისიის ჰუმანიტარული მისიისა და სამოქალაქო დაცვის დეპარტამენტის ECHO ფინანსური მხარდამჭერით ბორჯომში გაიმართა საერთაშორისო კონფერენციას თემაზე „კატასტროფის რისკის შემცირება ინკლუზიური მიდგომით". შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა იმ შედეგებისა და მიღწევების შეჯამება, რაც კატასტროფების რისკების შემცირების მხრივ განხორციელდა საქართველოში უახლოესი პერიოდის განმავლობაში. 

საერთაშორისო კონფერენციას 30-ზე მეტი დელეგატი დაესწრო. კონფერენციის მონაწილეებმა განიხილეს და შეაჯამეს ის გამოწვევები, რომლის წინაშეც დგანან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები საქართველოში და ის მიმართულებები, რომლის განხორციელებაც პრიორიტეტულია ქვეყნისთვის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ჩართულობის თვალსაზრისით.
ღონისძიების ფარგლებში ამავე დღეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჩართულობითა ჩატარდა ორი სიმულაცია. მიწისძვრის თემაზე ჩატარებული სიმულაცია სადემონსტრაციო ხასიათის იყო და მის მიზანს წარმოადგენდა შეზღუდული შესაძლებლობის პირთა წინაშე არსებული პრობლემების უკეთ წარმოჩინება შესაძლო კატასტროფის დროს.

 

 

საერთაშორისო კონფერენციაში მონაწიელობა მიიღეს აღნიშნულ საკითხებზე მომუშავე და თემით დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა საქართველოდან, ასევე არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი (ASB საქართველო) წარმომადგენლებმა ინდონეზიიდან და ნეპალიდან.

 

საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა ევროკომისიის ჰუმანიტარული მისიისა და სამოქალაქო დაცვის დეპარტამენტის ECHO ფინანსური მხარდამჭერით პროექტის „ჩვენ მზად ვართ! კატასროფის რისკის შემცირება საქართველოს საბავშვო ბაღებში" ფარგლებში. პროექტი ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან და ადგილობრივ თვითმმართველობების აქტიური მხარდაჭერით. მისი მთავარი მიზანია გაიზარდოს სკოლამდელი ასაკის ბავშვების, მათ შორის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვებისა და მათი აღმზრდელების დაცულობა და ინფორმირებულობა. 

 

 

წაკითხულია: 5458