ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
31/07/2018
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
საერთაშორისო სავაჭრო პალატა "საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი 2018-ის" პარტნიორია
31 ივლისს, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა ურუშაძემ და საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარემ ფადი ასლიმ ხელი მოაწერეს საპარტნიორო შეთანხმებას, რომელიც საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის ფარგლებში თანამშრომლობას ისახავს მიზნად.
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი „საქართველოს პასუხიმსგებელი ბიზნესის კონკურსი 2018-ის“ ფარგლებში, სხვადასხვა წამყვან ბიზნეს ასოციაციებთან თანამშრომლობით შეეცდება გამოავლინოს და დააჯილდოოს წლის ყველაზე პასუხისმგებელი ბიზნესები, რომლებიც ახორციელებენ საუკეთესო CSR პროექტებსა და ინიციატივებს.
კონკურსის შესახებ:
„საქართველოს პასუხიმსგებელი ბიზნესის კონკურსი 2018“ იქნება ყოველწლიური კონკურსი, რომელიც გამოავლენს და დააჯილდოებს საქართველოში მოქმედ იმ კომპანიებს, რომლებიც ახორციელებენ საკეთილდღეო ცვლილებებზე ორიენტირებულ პროექტებსა და ინიციატივებს. კონკურსი შეეცდება ერთი მხრივ, გააერთიანოს წარმატებით განხორციელებულ CSR ინიციატივები, ხოლო მეორე მხრივ, კომპანიებს გაუჩინოს მოტივაცია დანერგონ CSR საკუთარ საქმიანობაში.
პროექტის შესახებ ინფორმაცია:
საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი 2018 ტარდება პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ.
ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 2277