ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
07/03/2017
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
საერთაშორისო ფრანგული კომპანია „ლე ლაბორატუა სერვიე“ (Les Laboratoires Servier) საქველმოქმედო კამპანიას იწყებს: „ვენების სასწრაფო დახმარება“
2017 წლის გაზაფხულიდან ფრანგული საერთაშორისო კომპანია „ლე ლაბორატუა სერვიე“ (Les Laboratoires Servier) იწყებს საქვემოქმედო კამპანიას სახელწოდებით „ვენების სასწრაფო დახმარება“. პროექტის მიზანია პოპულაციაში ფართოდ (ყოველი 10-დან 8 ადამიანში, მეტწილად ქალბატონებში) გავრცელებული პრობლემის- ქრონიკული ვენური დაავადების დროული სკრინინგი, შესაბამისი კონსულტაციის გაწევა და საჭიროების შემთხვევაში სისხლძარღვთა სპეციალისტთან გაგზავნა კონსულტაციაზე.
საქველმოქმედო აქციის ფარგლებში კომპანია „ლე ლაბორატუა სერვიე“ თბილისში მსხვილ და საშუალო სიდიდის ორგანიზაციებს სთავაზობს საკუთარ ორგანიზაციებში მოძრავი სამედიცინო კუთხის განათავსებას, სადაც მაღალკვალიფიციური კონსულტანტები მოახდენენ თანამშრომელთა ინფორმირებას ქრონიკული ვენური დაავადების შესახებ, ტესტის საფუძველზე დაუდგენენ ქრონიკული ვენური დაავადების განვითარების რისკს ან დაავადების სტადიას და მისცემენ შესაბამის კონსულტაციას, საჭიროების შემთხვევაში გააგზავნიან კონსულტაციისთვის სისხლძარღვთა სპეციალისტთან.
პროექტის ფარგლებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გასვლითი ვიზიტი კომპანიამ სკოლა-ლიცეუმ „სხივში“ გამართა, სადაც სკოლის თანამშრომლებს საშუალება მიეცათ გაევლოთ კონსულტაცია და მიეღოთ შესაბამისი რჩევები უშუალოდ დარგის სპეციალისტებისგან. აქციის მიზანს წარმოადგენდა პირველ რიგში ხელი შეუწყოს თანამშრომლების ჯანმრთელობაზე ზრუნვას და დროის დაუკარგავად ოფისშივე გაიარონ მსურველებმა შესაბამისი ინფორმაცია და კონსულტაცია.
სეზონური პრობლემის აღწერა და სკრინინგის მიზანი: ვენური დაავადება ქრონიკული პრობლემაა, თუმცა გაზაფხულის დადგომასთან ერთად ის განსაკუთრებით იჩენს თავს. იგი ძირითადად 25 წლის ზემოთ ქალებს აღენიშნებათ, თუმცა მამაკაცებშიც ხშირია ეს მდგომარეობა, რომელიც ხშირად თანმდევი პრობლემებით რთულდება. ასეთ დაავადებას ხელს უწყობს პასიური დღის რეჟიმი, ჯდომითი სამუშაოები, ან ხანგრძლივი დგომა. სკრინინგი მიზნად ისახავას განსაზღვროს პრობლემის შესაბამისი დონე. ცნობისთვის მსგავსი დაავადება გარეგნული ნიშნების გარეშე მიმდინარეობს და იგი ქალების 80%-ს აქვთ. www.facebook.com/VeinHelp. ადრეულ ეტაპზე მას ახასიათებს სიმძიმე, ტკივილი, შეშუპება, ქავილი, წვა ან სიმხურვალე ქვედა კიდურებში და ღამის კრუნჩხვებ ფეხებში, მოგვიანებით კი მას ერთვის ხილული ცვლილებები, როგორიც არის კანზე განვითარებული ობობის ქსელისებური ვენები ან ვარიკოზულად გაგანიერებული ვენები. დროულად ჩატარებული მკურნალობის გარეშე მდგომარეობა მიდევ უფრო მძიმდება და ვენური წყლულის ჩამოყალიბებამდე და თრომბოზის განვითარებამდე შეიძლება მივიდეს. ამიტომაც მდგომარეობის დროულად აღმოჩენა და მკურნალობის დაწყება ძალიან მნიშვნელოვანია.
ორგანიზაციის შესახებ
საქველმოქმედო კამპანია ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება და მათში ჩართვა ნებისმიერ ორგანიზაციას შეეძლება. მოთხოვნები მასპინძელი ორგანიზაციებისთვის: იმისთვის, რომ ორგანიზაციაში განთავსდეს სპეციალური კუთხე, ორგანიზაციები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს:
• უნდა ჰყავდეთ 25 - 55 წლის მინიმუმ 40 თანამშრომელი
• სკრინინგ კუთხისთვის შესაძლოა 3 კვ/მ-ის გამოყოფა, 1 ან მეტი დღით (დამოკიდებულია თანამშრონელთა რაოდენობაზე), სადაც შესაძლებელი იქნება ერთდროულად რამოდენიმე პაციენტის მიღება - კონსულტაცია.
წაკითხულია: 2594