ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
საიუველირო ლუქს-ბრენდების გალერეა-ბუტიკი "PONTE VECCHIO" გაიხსნა
22/01/2016

პრესრელიზი


22 იანვარი, 2016
დაუყოვნებლივ გავრცელებისათვის

თბილისში (ი. აბაშიძის 46-ში) ახალი იტალიური, საიუველირო ლუქს-ბრენდების გალერეა-ბუტიკი "PONTE VECCHIO" გაიხსნა

"PONTE VECCHIO" იტალური მაღალი ხარიხსის და ასევე მსოფლიო პრემიუმ კლასის გამორჩეულ და ელეგანტურ, საიუველირო ნაწარმს ყიდის, როგორც სერიული ბრენდების ასევე ხელნაკეთი ნივთების შეძენა არის შესაძლებელი ბუტიკ-გალერეაში.
მხოლოდ „PONTE VECCHIO"-ში, წარმოდგენილია მსოფლიო საიუველირო პრემიუმ კლასის ბრენდები: Harry Winston, Damiani, Cartier, Bvlgari, Chanel, De Grisogono, Vaggi Gioielleria, Mikimoto, PiageT, Fabergé, Pommelato, Leo pizzo, Piccini, Van cleef&arpels, Tiffany&co, Salvini, Roberto Coin, Aaron Basha, Carrera y Carrera, Ganezzi და სხვა.
"PONTE VECCHIO"-ს ბრენდის ღირებულებებია: დახვეწილი, ინდივიდუალური, მდიდრული, ელეგანტური, გამორჩეული და ბედნიერებაზე ორიენტირებული უნიკალური ბრილიანტი, ოქრო, ვერცხლი და ბუნებრივი ძვირფასი თვლები, რომელიც სრულყოფილებას და დაუვიწყარ ემოციას სძენს ადამიანებს.
"PONTE VECCHIO" გამოირჩევა ოქროს მაღალი (750) სინჯით, ბრილიანტის თვლების პრემიუმ ხარისხითა და ძვირფასი ქვების ბუნებრივობით.
ახალ გალერეა "PONTE VECCHIO" ძვირფასი სამკაულების ფართოდ არის წარმოდგენილი იტალიური, კერძოდ ფლორენციული საიუველერიო სკოლის კლასიკური და თანამედროვე ნაკეთობების (ბეჭდები, საყურეები, სამაჯურები, კულონები, ჯვრები, კოლიეები და სხვა.) ფართო არჩევანი.
სიმყუდროვისა და სიმკაცრის შერწყმის, მუქფერებში გადაწყვეტილი ბუტიკი-გალერეის დიზაინი, არქიტექტორ-დიზაინერულ ჯგუფს "დავით ვაშაკიძე არქიტექტს" ეკუთვნის.
სახელი „პონტე ვეკიო" ცნობილი ფლორენციული ხიდიდან მომდინარეობს რას „ძველ ხიდს ნიშნავს" ამ ხიდზე საუკუნეებია ძვირფასი სამკაულები იყიდება.
„პონტე ვეკიო"-ს ძვირფასეულობა ინსპირირებულია ბუნების ნატურით, ის პერსონალურია და ინდივიდუალურია, მისი სტილი ქალურია, რომელიც ტრადიციული და კარგად დავიწყებული ძველის ახლებურად გაგების კომბინაციაა, რომელიც თანამედროვეობას ერწყმის იდეითა და ფორმით, ეს აშკარა ხელოვნების ნიმუშია შეუდარებელი ხარისხით და ნატურალური ძვირფასი ქვებით. შემოქმედებითი სული და უძველესი ფლორენციული ძვირფასეულობის დამუშავების ტექნიკა ახალ სინათლეს და განსაკუთრებულობას სძენს მას.

 

წაკითხულია: 4348