ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
01/10/2019
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
საოჯახო სტარტაპი გორიდან
ზაურ როსტომაშვილის ბიზნესი „თეთრი ხაზი“ ერთ-ერთი სტარტაპია, რომელიც პროექტ „YES Georgia“-ს ფარგლებში დაფინანსდა. გორელი ახალგაზრდის ბიზნესიდეა ითვალისწინებს: საველოსიპედე ბილიკების, საგზაო გზების, ქვეითთა გადასასვლელების და საპარკინგე ადგილების დახაზვასა და მარკირებას.
„ორიოდე წლის წინ მამამ გადაწყვიტა შეესრულებინა რამოდენიმე დაკვეთა საპარკინგე ადგილების მოსაწყობად, რაც საკმაოდ შრომატევადი და რთული აღმოჩნდა, რადგან არ გააჩნდა შესაბამისი აღჭურვილობა, რაც დამატებით ხარჯებთან იყო დაკავშირებული. ეს იყო ჩემთვის ინსპირაცია დამეწყო ფიქრი ახალ ბიზნესზე, რაც ოჯახსაც დაეხმარებოდა და ჩემთვისაც ახალი ბიზნესის დასაწყისი იქნებოდა,“ - ამბობს USAID/YES Georgia-ს ბენეფიციარი.
გორელმა ახალგაზრდამ საკუთარი შესაძლებლობა პროექტ YES-Georgia-ს „ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში“ სცადა, სადაც ორთვიანი სასწავლო კურსი გაიარა და მეწარმისთვის შესაბამისი ცოდნა და უნარები მიიღო. ზაურისთვის სკოლაში მიღებული გამოცდილება მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. შეძენილი უნარ-ჩვევებს საკუთარი რესურსით გატარებული კვლევებიც დაამატა და პროექტის პარტნიორი ორგანიზაციის - მისო ‘’კრისტალის’’ ინვესტორებს საკუთარი ბიზნეს გეგმა შესთავაზა.
„იდეაზე ფიქრისას ასევე მოვახდინე ბაზრის მოკვლევა, თუ რა შესაძლებლობები იყო და რა სახის საწარმოები არსებობდა გორსა და მეზობელ მუნიციპალიტეტებში, ასევე მოვიკვლიე რამდენად იყო ბაზარზე ამ სახის ბიზნესის საჭიროება და ამის შემდეგ გადავწყვიტე შემემუშავებინა საინვენსტიციო მემორანდუმი ამ ბიზნეს იდეაზე, რაშიც YES-Georgia-ს ტრენერთა გუნდი დამეხმარა,“ - ამბობს ზაური.

ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 1736