ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
31/10/2018
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით სასამართლო მედიაციის თემაზე რუსთავში შეხვედრა გამართა
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, რუსთავში შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე რუსთაველ ადვოკატებს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ასათიანმა და ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროექტის „ხელმისაწვდომი მართლმსაჯულება და ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის განვითარება საქართველოში “ პროგრამის ხელმძვანელმა რუსუდან ტუშურმა მედიაციის მნიშვნელობაზე და საჭიროებებზე ისაუბრეს.
შეხვედრა იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და რუსთავის საქალაქო სასამართლოსთან შეთანხმებით გაიმართა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრის მიზანია იყო ადვოკატებისთვის ხელმისაწვდომი მართლმსაჯულების სისტემაში მედიაციის, როგორც დავების მოგვარების ალტერნატიული მექანიზმის, მნიშვნელობის გაცნობა.
"ადვოკატთა ასოციაცია აქტიურად უჭერს მხარს მედიაციის ინსტიტუტის განვითარებას საქართევლოში, მედიაცია არის დავის მშვიდობიანად მოგვარების ეფექტიანი საშუალება, ადვოკატებმა უნდა შეძლონ განავითარონ მედიაციის ინსტიტუტი საქართველში. ჩვენ პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ იმაზე, რომ მედიაციის ღრმა შინაარსზე და წარმატებული გამოცდილების შესახებ რაც შეიძლება მეტ ადამიანს ჰქონდეს ინფორმაციული წვდომა" – განაცხადა დავით ასათიანმა
რუსდან ტუშურის თქმით: "მედიაციის განვითარებისთვის ადვოკატებს დიდი როლი აქვთ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება მედიაცია გავრცელდეს რუსთავსა და გორში, გამოცხადებულია კონკურსი ახალი მედიატორებისთვის, რომელთა რიცხვშიც იქნებიან ადვოკატები. მნიშვნელოვანია ადვოკატებს სჯეროდეთ მედიაციის მნიშვნელობის და საჭიროების და ქონდეთ ცოდნა რისი მოლოდინი უნდა ქონდეთ მედიაციისგან, რა შეუძლიათ ურჩიონ მხარეებს, რომ მათი ინტერესები მაქსიმალურად იყოს დაცული"

სასამართლო მედიაცია დავის გადაჭრის ალტერნატიული გზაა. ის არის დავის მოგვარების სწრაფი, კონფიდენციალური, ნაკლებად ხარჯიანი და გაცილებით მარტივი საშუალება. სასამართლო მედიაცია ორიენტირებულია არა მოგება-წაგებაზე, არამდე დავის შეთანხმებით დასრულებაზე.
ორგანიზაციის შესახებ
სასამართლო მედიაციით სარგებლობის მაჩვენებელი ყოველწლიურად იზრდება. თბილისის საქალაქო სასამართლოს მედიაციის ცენტრის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2013 წლის ოქტომბრიდან დღემდე მედიაციას 143 საქმე გადაეცა, მხარეთა მორიგების მაჩვენებელმა კი 70% შეადგინა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე ხშირად მედიაცია ვალდებულებითი სამართლებრივი დავის კატეგორიაშია გამოყენებული, მეორე პოზიციაზე სანივთო (ქონებრივი) სამართლებრივი დავის კატეგორიაა.
მესამე წელია საქართველოში მედიაციის ინსტიტუტის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეაქვს ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივ პროექტს „ხელმისაწვდომი მართლმსაჯულება და ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის განვითარება საქართველოში“.

წაკითხულია: 2049