ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
27/11/2019
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მეხუთე საიუბილეო ცერემონია გაიმართება
27 ნოემბერი, 2019- საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 6 დეკემბერს, “შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი” ქართული ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროს ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებას Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მეხუთე საიუბილეო ცერემონიას გაიმართება. დაჯილდოების ცერემონიაზე, ტურიზმისა და მასპინძლობის დარგის 380-ზე მეტ წარმომადგენელს შორის 26 ნომინაციაში ამდენივე გამარჯვებული გამოვლინდება. მათ შორის დასახელდებიან საუკეთესოები ახალ ნომინაციებში: “საუკეთესო ავიაკომპანია”, “საუკეთესო ტრადიციული რეწვა”, “საუკეთესო ნიშური ტურიზმი”, “საუკეთესო სოფლის ტურიზმის”, “საუკეთესო მცირე მეღვინეობა”, “H2O Water Saving Award”- ეს ნომინაცია შეიქმნა სპეციალურად UNDP-სთან თანამშრომლობის ფარგლებში, და სპეციალური პრიზი - Khetsuriani Trophy.
წლევანდელი ცერემონიის ფორმატი წინა წლებისგან განსხვავებული იქნება, მას საიუბილეო საღამოს ფორმატი ექნება გალა-ვახშმით, ინტერაქტიული პროგრამით და სხვა მრავალი სიურპრიზით. ღონისძიებას 700-მდე სტუმარი დაესწრება, მათ შორის მთავრობისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, საერთაშორისო და ადგილობრივი მედია.
ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება არის ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 2015 წლიდან ტარდება საქართველოში. მან წარმატებით დაიმკვიდრა თავი როგორც სანდო, უნიკალურმა ფლატფორმამ, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქართული ტურიზმის და მასპინძლობის სფეროს განვითარებაში და რომლის ნომინატთა და გამარჯვებულთა რაოდენობა ყოველ წლიურად იზრდება.
ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 1589