ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
27/07/2016
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ინფორმატიკის ოლიმპიადაზე 3 მედალი მოიპოვა
26 ივლისი,2016
დაუყოვნებლივ გავრცელებისათვის



22-25 ივლისის ჩათვლით, რუმინეთში, ცენტრალური ევროპის ინფორმატიკის ოლიმპიადა გაიმართა. ოლიმპიადაში წელს საქართველოდან ინფორმატიკის ეროვნული ნაკრებიც იღებდა მონაწილეობას.
ოლიმპიადის ფინალში ცენტრალური ევროპის 12 უძლიერესი გუნდი შეირჩა. რთულ ბრძოლაში საქართველოს ნაკრებმა ერთ-ერთი საუკეთესო შედეგები აჩვენა და იგი 4 უძლიერეს ქვეყანას შორის მოხვდა. ოლიმპიადაზე ნაკრებმა 3 საპრიზო მედალი დაიმსახურა და სარეიტინგო სისტემაში საქართველო კიდევ ერთხელ დააწინაურა.
ცენტრალური ევროპის წლევანდელ ოლიმპიადაზე მედლები მოიპოვეს: ვერცხლი - გიორგი სხირტლაძემ (დემირელის კოლეჯი), ბრინჯაო - გიორგი კლდიაშვილმა (დემირელის კოლეჯი,მზიური) და ასევე ბრინჯაო - ბაკურ ცუცხაშვილმა (ქუთაისის 41-ე ფიზ.-მათ. სკოლა). ნაკრებში სულ 4 წევრია და მათგან 3 დემირელის კოლეჯის, ერთი კი ქუთაისის 41-ე სკოლის მოსწავლეები არიან. გუნდის მეოთხე წევრი ნუგზარ ჩხაიძეა (დემირელის კოლეჯი), რომელმაც წელს ასევე წარმატებით იასპარეზზა ოლიმპიადაზე და მცირედი დააკლდა მედლის მოპოვებას.
გუნდის ხელმძღვანელის გოჩა მანდარიას განცხადებით ეს ნაკრებისთვის კიდევ ერთი დიდი წარმატება და აღიარებაა. ბიჭები კვლავ აგრძელებენ მეცადინეობას და მომავალი ასპარეზობისთვის ემზადებიან, რომელიც პირველი აგვისტოდან აიღებს სტარტს.
ორგანიზაციის შესახებ
აქტიური მეცადინების შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრები ყაზანში, ინფორმატიკის მსოფლიო ოლიმპიადაზე გაემგზავრება. გუნდის ოთხივე წევრი იმედოვნებს, რომ საუკეთესო შედეგებს აჩვენებს და მედლებით დაბრუნდება ქვეყანაში.
წაკითხულია: 5681