ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
30/03/2021
საქართველოს საერთაშორისო საინვესტიციო მდგომარეობა

საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით -24.8 მლრდ აშშ დოლარი (-81.3 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც წლიური მშპ-ს -156.3 პროცენტია. აღნიშნული მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით 955.7 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.

2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო აქტივები 10.9 მლრდ აშშ დოლარია (35.8 მლრდ ლარი), რაც წინა კვარტალის მაჩვენებელზე 125.8 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია.

მთლიანმა საერთაშორისო ვალდებულებებმა 35.8 მლრდ აშშ დოლარი (117.1 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც წინა კვარტალის მაჩვენებელზე 830.0 მლნ აშშ დოლარით მეტია.

ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 1898