ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
26/03/2018
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
საქართველოში სამრეწველო ინოვაციური ფაბლაბების განვითარებისთვის სასწავლო რესურსი შეიქმნა
საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში ფაბლაბების მსოფლიო რუკაზე მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა. ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში 22 სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია გაიხსნა.

სამრეწველო ინოვაციური ლაბორატორიებიები (ფაბლაბის) სპეციალური ინოვაციური დანადგარების მეშვეობით ქმნიან განსხვავებულ და აქამდე ხელმიუწვდომელ პროდუქტებსა და ნივთებს.
იმის გათვალისწინებით, რომ ინოვაციური ტექნოლოგიები საქართველოს ბაზრისთვის ახალი გამოწვევაა, პროფესიული სასწავლებლებს, ფაბლაბების სასწავლო პროგრამაში ჩართვის პროცესში, არა ერთი პრობლემა შეხვდათ.
გამოიკვეთა, რომ არ არსებობს სასწავლო პროგრამა, რომელიც სტუდენტებს ლაბორატორიების გამოყენების შესაძლებლობას მისცემდა და არც მასწავლებლები იყვნენ მზად, რომ ფაბლაბების შესაბამისი პროგრამა ესწავლებინათ.

პრობლემების მოსაგვარებლად კომპანია „იზი სოფტმა“ სასწავლებლებში სწავლების ინოვაციური მეთოდების დაგვენერგა გადაწყვიტა და იდეის განსახრციელებლად ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მცირე საგრანტო კონკურსში „პროფესიული
განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ მიიღო მონაწილეობა. პროექტი ,,ინოვაციური ტექნოლოგიების სასწავლო პლათფორმა პროფესიული განათლებისთვის" კონკურისის გამარჯვებული გახდა და $ 16,885 ოდენობის გრანტი მოიპოვა.
„გრანტმა საშუალება მოგვცა საპილოტე პროექტი განგვეხორციელებინა, რომელში მონაწილეობაც მიიღო 5–მა სახელმწიფო პროფესიულმა სასწავლებელმა, გადავამზადეთ 9 პედაგოგი, შევქმენით 11 პროექტი.
პროექტის ფარგლებში ასევე შეიქმნა პირველი უფასო სასწავლო ვებ–პლატფორმა http://online.easysoft.ge, რომელიც ყველა დაინტერესებულ ადამიანს მისცემს საშუალებას ისწავლოს ყველაზე თანამედროვე პროგრამა და ნახოს თუ როგორ მუშაობენ სამრეწველო ლაბორატორიები და მათში განთავსებული დაზგა-დანადგარები.“ – აღნიშნავს პროექტის მენეჯერი მარიკა ცაბაძე.
ორგანიზაციის შესახებ
ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციას აქვს შესაძლებლობა 5 000 აშშ დოლარიდან - 25 000 აშშ დოლარამდე მოცულობის გრანტის მფლობელი გახდეს. ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა, პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ ფარგლებში, საგრანტო კონკურსის III რაუნდი უკვე გამოაცხადა.
წაკითხულია: 2864