ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
19/05/2021
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საინვესტიციო შეთავაზების ფარგლებში აუქციონის მორიგი ეტაპი დასრულდა

სახელმწიფო პროგრამა „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში, 17-18 მაისს დასრულებულ ელექტრონულ აუქციონებზე ვაჭრობა 27 ლოტზე შედგა, რომელთა საწყისი ფასიც 39,207,800 ლარი იყო. 

ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დასრულებული აუქციონების საბოლოო შედეგმა 72,835,800 ლარი შეადგინა. აუქციონის შედეგად გაყიდული ქონების ღირებულება საწყის ფასთან შედარებით 86 პროცენტით გაიზარდა.


„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო წარმატებით აგრძელებს საინვესტიციოდ გამზადებული ქონების პრივატიზაციის პროცესს.


სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომია. ყველა მონაწილეს თანაბარი შესაძლებლობა ჰქონდა საკუთარი შეთავაზების დაუბრკოლებლად დასაფიქსირებლად, ვაჭრობის პროცესი გამარჯვებულებმა წარმატებით დაასრულეს და მოკლე დროში გახდნენ სახელმწიფო აქტივის მესაკუთრე.

2021 წლის 1 იანვრიდან დღემდე პრივატიზებულია 160,157,033 ლარის უძრავი ქონება. მობილიზებული თანხა სააგენტოს წლიური გეგმის 70 პროცენტს შეადგენს. სააგენტო მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს პრივატიზების პროცესს და დაინტერესებულ პირებს შესთავაზებს სხვადასხვა ტიპის ქონებას, მათ შორის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ტურისტულ, სამრეწველო, სოფლის მეურნეობისა და ლოგისტიკური მიზნებისთვის საჭირო ობიექტებს.

ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 1488