ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
19/05/2017
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
სკოლა ლიცეუმი „ სხივი“ და დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმი ბორჯომის ტყის აღსადგენად
მაისის თვეში საქართველოში მოქმედი რამოდენიმე პარტნიორი სკოლა ახალი ინიციატივის გარშემო გაერთიანდა. სკოლები საქველმოქმედო კამპანიაში „აღადგინე“-ში ჩაერთვნენ. პროექტის მიზანია, გადაარჩინოს და აღადგინოს ტყის ის მასივი, რომელიც 2008 წლის ხანძრის შედეგად განადგურდა და აღნიშნულ ზოლში დაირგოს ახალი წიწვოვანი ხეები. აქციაში ამ ეტაპზე მრავალი ორგანიზაციაა ჩართული, თუმცა სკოლების მხრიდან ასეთი მასშტაბური ჩართვა პირველია.
თბილისის წარმატებული სკოლა „სხივისა“ და მარნეულში მდებარე დავით აღმაშენებლის სეხელობის სკოლა-ლიცეუმის ინიციატივით გაიმართა სპეციალური საგანმანათლებლო შეხვედრა მოსწავლეებთან. რის შემდეგაც მოსწავლეები და პედაგოგები აქტიურად ჩაერთნენ აქციაში, რათა მიეღოთ მონაწილეობა საქველმოქმედო კამპანიაში.
სკოლების ინიციატივით, პროექტის ფარგლებში, ასევე დაიგეგმა რამოდენიმე საინტერესო აქტივობა. მათ შორის სემინარი ეკოლოგიაში, ასევე მოსწავლეებს მიეწოდათ ინფორმაცია ეკოლოგიური საფრთხეებისა და ტყის საფარის აღდგენის შედეგების შესახებ.
მარნეულის სკოლა ლიცეუმმა კი პროექტის ფარგლებში საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვაც მოაწყო, საიდანაც შემოსული თანხა ხეების შეძენას მოხმარდა.
ორგანიზაციის შესახებ
ამ ეტაპზე სკოლების აქტიურობით უკვე შეძენილია ნერგების გარკევული რაოდენობა. სკოლები ასევე გეგმავენ პირადად ეწვიონ ბორჯომს და დამატებით დარგონ ნერგები დამწვარ ზოლში.
წაკითხულია: 2988