ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
სოფლის მეურნეობის სამინისტრო საჯარიმო პოლიტიკის გამკაცრებას გეგმავს
26/03/2015
პრესრელიზი
26 მარტი,2015
დაუყოვნებლივ გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია
ტელ: 2996377; 29874 31
e-mail: culturegovge@gmail.com
მისამართი: სანაპიროს №4, თბილისი
http://www.culture.gov.ge
http://www.facebook.com/culturegovge

სოფლის მეურნეობის სამინისტრო საჯარიმო პოლიტიკის გამკაცრებას გეგმავს

საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანი და მოქნილი სისტემის ჩამოყალიბებისთვის შესაბამისი ღონისიებების გატარებაა. 

შესაბამისად, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის მონიტორინგის წლიურ პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც სათანადო წესით ხდება სურსათის ნიმუშების აღება და შემოწმება, მისი საკვებად ვარგისიანობის დადგენის მიზნით. 

2015 წლის დასაწყისიდან დღემდე, უკვე განხორციელდა 971 ინსპექტირება. აქედან საწარმოო პროცესი შეუჩერდა 12 ბიზნეს ოპერატორს, ხოლო დაჯარიმდა 63 ოპერატორი.
არაერთ შემთხვევაში გამოვლენილი კრიტიკულად შეუსაბამო დარღვევები ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის საშიშროებას წარმოადგენდა. 

მოქმედი კანონმდებლობით, იმ შემთხვევაში, თუ ბიზნეს ოპერატორს აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მის მიერ წარმოებული სურსათი საფრთხეს წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობისთვის, იგი ვალდებულია, აღკვეთოს სურსათის სარეალიზაციო ქსელში მოხვედრა ან უზრუნველყოს სარეალიზაციო ქსელიდან ამოღება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბიზნეს ოპერატორი პირველჯერზე 1000 ლარით ჯარიმდება. ანალოგიური ქმედების განმეორების შემთხვევაში,ჯარიმა კვლავ 1000 ლარია.
  
სურსათის უვნებლობის კონტროლის ეფექტიანად განხორციელებისათვის საჯარიმო სანქცია სამართალდარღვევის ადეკვატური უნდა იყოს.

ყოველივე ზემო აღნიშნულის გათვალისწინებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიზანშეწონილად მიაჩნია გადახედოს საჯარიმო პოლიტიკას, მისი გამკაცრების მიმართულებით. 

სურსათის უვნებლობის საკითხებთან დაკავშირებით სურსათის ეროვნული სააგენტო მზად არის, ითანამშრომლოს როგორც არასამთავრობო სექტორთან, ასევე სამოქალაქო საზოგადოებასთან. სააგენტოში მოქმედებს ცხელიხაზი (291 91 68), მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ შეტყობინება გამოაგზავნონ სურსათის ეროვნული სააგენტოს facebook -ის ოფიციალურ გვერდზე https://www.facebook.com/National.Food.Agency ან ელექტრონულ ფოსტის მისამართზე info@nfa.gov.ge
წაკითხულია: 2940