ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
სოფლის მეურნეობის სამინისტრო და საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანია სამეგრელოში სადგურების რეაბილიტაციას ახორციელებს.
01/04/2015
პრესრელიზი
1 აპრილი,2015
დაუყოვნებლივ გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია
ტელ: 2996377; 29874 31
e-mail: culturegovge@gmail.com
მისამართი: სანაპიროს №4, თბილისი
http://www.culture.gov.ge
http://www.facebook.com/culturegovge

სოფლის მეურნეობის სამინისტრო და საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანია სამეგრელოში სადგურების რეაბილიტაციას ახორციელებს

სოფლის მეურნეობის სამინისტრო და საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანია სამეგრელოში, რიონი-ხობის მდინარეთაშორის მასივზე ჭალადიდის დამშრობი სისტემის N1 და N2 სატუმბი სადგურების რეაბილიტაციას ახორციელებს.

პროექტით დაგეგმილია, დამშრობი სისტემის სატუმბი სადგურების შენობის და ელექტრო მექანიკური ნაწილის რეაბილიტაცია.

რეაბილიტაცის შედეგად, დამშრალი ფართობის რაოდენობა იქნება 2 სოფლის (ჭალადიდი და პატარა ფოთი) 1477 ჰექტარი, რითაც 700 მოსახლეისარგებლებს.

სამუშაოები 2015 წლისდასაწყისში დაიწყო და ამავე წელს დასრულდება

პროექტის ღირებულებაა 1550000 ლარი.

საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანია ჭალადიდის დამშრობი სისტემის N1 და N2 სატუმბი სადგურების რეაბილიტაციის გარდა, სამეგრელოში 2 პროექტს ახორციელებს. მიმდინარეობს ხობი-უტორის მასივზე (სოფ თორსა ხამისყური) მაგისტრალური წყალგამყვანი არხის, პირველი და სხვა რიგის წყალშემკრები კოლექტორების, შიდასამეურნეო დამშრობი არხების და აბაშის მუნიციპალიტეტში "ანჯელის" მასივის დამშრობი სისტემების რეაბილიტაცია.

დღეისათვის,საქართველოს მასშტაბით, 37 ობიექტზე მიმდინარეობს სარწყავი და სადრენაჟე სისტემების რეაბილიტაცია.

 

 

წაკითხულია: 3659