ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
04/05/2017
სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებით, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სისტემაში განხორციელებული რეორგანიზაციის პროცესისა და შედეგების შესახებ გამოთხოვილი მასალა კანონით დადგენილ ვადებში მიიღო, თუმცა ანგარიშში არ ასახა და ოფიციალურად განაცხადა, რომ სამინისტროსგან ინფორმაცია არ მიუღია.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან 2017 წლის 2 თებერვალს გამოითხოვა ინფორმაცია (ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე და მე-40 მუხლების შესაბამისად) სისტემაში განხორციელებული რეორგანიზაციის პროცესისა და შედეგების შესახებ.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მოთხოვნილი ინფორმაცია 10 დღის ვადაში მატერიალური სახით, საქართველოს ფოსტის საშუალებით გადაეგზავნა. გაგზავნილი წერილი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 14 თებერვალს ჩაიბარა (საქართველოს ფოსტამ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმღები პირის მონაცემები აცნობა).
ორგანიზაციის შესახებ
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მარშალ გელოვანის გამზირი #6, თბილისი
infomoa@moa.gov.ge www.moa.gov.ge
ტელ: 237 80 09
წაკითხულია: 1950