ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
10/08/2016
სპარ საქართველოს პირველი რეგიონული ფრენჩაიზი ზუგდიდში გაიხსნება
ქართული საცალო ვაჭრობის ბაზარზე სპარ საქართველოს მიერ ინიცირებული პროექტის ფარგლებში პირველი რეგიონული ფრენჩაიზი ზუგდიდში ოფიციალურად გაიხსნება.
ბრენდის ექსკლუზიური ლიცენზიის მფლობელი, სპარ საქართველო, ყველა ადგილობრივ საცალო მოვაჭრეს, მაღაზიას თუ მაღაზიათა ქსელს შიდა ფრენჩაიზინგის ლიცენზიის მოპოვებასა და ბრენდის ქვეშ გაერთიანებას სთავაზობს. ლოკალურად სპარის ბრენდის ქვეშ გაერთიანება, დამოუკიდებელ საცალო მოვაჭრეებს ყველა იმ უპირატესობით სარგებლობას სთავაზობს, რითაც თავად სპარი ოპერირებს.
საერთაშორისო ექსპერტიზა და ბრენდის 84 წლიანი გამოცდილება ნებისმიერი მსურველისთვის ორგანიზებულ საცალო ვაჭრობის ბაზარზე აქტიურად, ეფექტურად და აგრესიულად შესვლის გარანტია. პროექტში ჩართვა და სპარის ლიცენზიის მოპოვება შესაძლებელია როგორც არსებული მაღაზიებისთვის, ისე ნებისმიერი მსურველი ინვესტორისა თუ მეწარმესთვის.
პირველი ფრანშიზის მიმღები შპს „ევროფუდია“, რომელიც აღნიშნული პროექტის საფუძველზე ჩამოყალიბდა. კომპანიის დამფუძნებლებს, ირაკლი ბასილაიასა და გიორგი ნარმანიას, სპარის ოფიციალური ლიცენზია გადაეცათ.
სპარის ყველა ფრენჩაიზი, რომელიც მსოფლიოში რამდენიმე ათასი დამოუკიდებლად მოქმედი მაღაზიისგან შედგება, აღნიშნული მოდელის ეფექტურობის ცალსახა მტკიცებულებაა.
სპარ საქართველოს მიზანია მომხმარებლებს შესთავაზოს უკეთესი არჩევანი, საკუთარი ბრენდული პროდუქცია და მასზე მორგებული მომსახურება.
აღნიშნული პროექტის განვითარებას სპარ საქართველო რეგიონებში განაგრძობს.
ორგანიზაციის შესახებ

SPAR International 4 კონტინეტზე, მსოფლიოს 42 ქვეყანაშია წარმოდგენილი, ფლობს 12,000-ზე მეტ მაღაზიას და 200 ათასზე მეტი თანამშრომელი ჰყავს. SPAR ყოველდღიურად 10 მილიონ მომხმარებელს ემსახურება. სპარ საქართველოს მიზანია მომხმარებელს შესთავაზოს უკეთესი სავაჭრო ადგილი, უკეთესი პროდუქცია და ინდივიდუალური, მასზე მორგებული მომსახურება.
სრული ინფორმაციისთვის ეწვიეთ სპარ საქართველოს ოფიციალურ ვებ-გვერდს:
www.spar-georgia.com.


კონტაქტი მედიისთვის:
სალომე კორსანტია (მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი)
ტელ: 599 41 91 91
ელ.ფოსტა: s.korsantia@spar-georgia.com

წაკითხულია: 5341