ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
14/06/2018
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად - 2018
15 ივნისს, 19:00 საათზე, ილიას ბაღში მდებარე „გარდენ ჰოლში“, კონკურსის „სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად 2018“-ის საზეიმო დახურვა გაიმართება.

2018 წლის სტუდენტური კონკურსი საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით მიმდინარეობს.
კონკურსი, საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის (CSRDG) მიერ 2012 წლიდან იმართება. წლევანდელი კონკურსი, ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის ფარგლებში ხორციელდება. კონკურსის მიზანია ახალგაზრდებში სოციალური მეწარმეობის კონცეფციის პოპულარიზაცია და სტუდენტების აქტიური ჩართვა სოციალური მეწარმეობის განვითარების პროცესში.
კონკურსის ფინალში 64 სტუდენტური გუნდიდან ფინალურ ნაწილში მონაწილეობა სულ 4 სტუდენტური გუნდი გადავიდა. პირველ გასული გუნდის, თითოეული წევრი მიიღებს სამოგზაურო გრანტს სოციალური მეწარმეობის საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად, მეორე ადგილზე გასული გუნდის თითოეული წევრი კონკურსის ვერცხლის სპონსორისგან მიიღებს შესაძლებლობას სრული დაფინანსებით დაესწროს საერთაშორისო ღონისძიებას უცხოეთში. ყველა ფინალისტ გუნდს, კონკურსის პარტნიორებისა და სპონსორებისგან დაწესებული პრიზები და სამახსოვრო სუვენირები

გამარჯვებულებს პრიზებს გადასცემენ ევროკავშირისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის, ორგანიზატორი და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
კონკურსი სტუდენტებს ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობას და მათი ინტერესების სფეროს გაფართოებას უწყობს ხელს. პროცესში ჩართულ სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ შეხვედროდნენ და ემუშავათ, როგორც სოციალურ მეწარმეებთან ასევე, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან. ფინალურ ეტაპზე მიღებული საგრანტო დაფინანსების ფარგლებში (1500 ლარი), სოციალურ საწარმოებთან ერთად, სტუდენტურმა გუნდებმა პრაქტიკულად განახორციელეს მათ მიერ შემუშავებულ პროექტები.
კონკურსი საქართველოს მასშტაბით განხორციელდა და მასში მონაწილეობა ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის 400-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო.
გასულ წლებში გამარჯვებული გუნდის წევრები გაემგზავრნენ სოციალური მეწარმეობის თემასთან დაკავშირებულ საერთაშორისო კონფერენციაზე (Sensability Conference, 2016 წ.) ვალენდარში (გერმანია) და სოციალური ბიზნესის ყოველწლიურ სამიტზე (Social Business Summit- 2017) პარიზში (საფრანგეთი). შესაბამისად, კონკურსი გარდა პრაქტიკული გამოცდილების და თეორიული ცოდნის მიღებისა, არის საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა.
ორგანიზაციის შესახებ
ღონისძიების ფინანსური მხარდაჭერები: კონკურსი ტარდება ევროკავშირისა და „პური მსოფლიოს“ დაფიანსებული 3 წლიანი პროექტის „სოციალური მეწარმეობა-ინოვაციური მიდგომა ეკონომიკური და სოციალური ცვლილებებისთვის“ ფარგლებში, რომელიც გრძელდება 31.01.2019 წლამდე. პროქტის მიზანია, საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესაძლებლობების განვითარება სოციალურ მეწარმეობაში, რათა მათ უკეთ შეძლონ სოციალური და გარემოსდაცვითი მიზნების განხორციელება და მოწყვლადი ჯგუფების ეკონომიკური გაძლიერება.

ღონისძიების ოქროს სპონსორები არიან: ფოთის საზღვაო ნავსადგური და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალი, ვერცხლის სპონსორი კი International Center for Peace and Integration (ICPI).
წაკითხულია: 2607